• რეკლამა
  • კონტაქტი
09:09, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს აუცილებელი რეფორმები EU-ს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად” – სახდეპი

ალია ავტორი - ალია
20:42 05-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,015

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მუშაობს, რომ საქართველო სრულად ინტეგრირედეს ევროატლანტიკურ ერების ოჯახში და იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი.

როგორც Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, აშშ ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას და ამას  ბოლო, 30 წლის განმავლობაში აკეთებს.

“ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მის სურვილს, იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზნისთვის – ეს არის  ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრირებული, მთლიანი, თავისუფალი საქართველო – ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობიანი ევროპის ნაწილი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის; მოამზადა ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი და კიდევ ათასობით ადამიანი გაგზავნა შეერთებულ შტატებში, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას საქართველოში.

ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხთან მიმართებით, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობას. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშორებს საქართველოს გაცხადებულ მიზანს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას.

ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა  შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში.

ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში”, – თქვა სახდეპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა

გარდა ამისა, სახდეპში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 მლრდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით.

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved