დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას აწვდის შორი დისტანციის რაკეტებს, რომელიც მან მოითხოვა რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა თქვა:
“რაკეტები უკრაინას საშუალებას მისცემს უკან დაახევინოს რუსულ ძალებს, რომლებიც განლაგებულია უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.
ჩვენ ერთად უნდა დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი ქალაქები რუსული ბომბებისა და ირანული თვითმფრინავებისგან. ამიტომ, გაერთიანებული სამეფო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას უფრო შორი მოქმედების იარაღს გადასცემს”
მანამდე CNN-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრიტანეთმა კონტრშეტევის წინ უკრაინას გადასცა შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow.
კომენტარები