• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არავის სჯერა, რომ პუტინი ამას რიგითი ქართველების საკეთილდღეოდ აკეთებს” – კელი დეგნანი

ალია ავტორი - ალია
15:44 05-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმაურება და ამბობს:

“მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას იქონიებს ეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა. დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ამას რიგითი ქართველების საკეთილდღეოდ აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ ის ზოგჯერ რუსებს იყენებს სხვა ქვეყნებში, რათა იმ ქვეყნის საქმეებში ჩაერიოს. უკვე ბევრი ქართველია, ვინც შეშფოთებულია ასობით ათასი რუსით, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და შეიძლება კიდევ მილიონიც ჩამოვიდეს ამ ფრენების გახსნის შემდეგ. პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, დაასრულებდა ოკუპაციას და უკან წაიღებდა ამ ტერიტორიების აღიარებას. სწორედ ამას დააფასებდა ქართველი ერი, როგორც ჭეშმარიტ ჟესტს და გულწრფელ კეთილი ნების ჟესტს. გავიხსენოთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს დაესხა თავს საქართველოს, რომელმაც დაიპყრო ეს ქვეყანა, რომელიც 1970-იან წლებში ცდილობდა ქართული ენის გაუქმებას. ძალიან უცნაურია, როდესაც ესალმები ამ ჟესტს იმ ქვეყნისგან, რომელიც ახლა უკრაინასთან ასეთ სასტიკ ომს აწარმოებს”, – თქვა კელი დეგნანმა.

10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება, ასევე, რუსეთმა მოხსნა  საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აუკრძალა. ფრენა აეკრძალათ კომერციულ ავიაკომპანიებსაც.

თეგები: კელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved