• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენ რა გგონია, რომ პუტინი ეგეთი @ლეა? – შანსი არაა, ძმაო! რამე ექნება ჩაფიქრებული!” – რას წერს ლევან ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:25 05-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
449

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

“წლები იქმნიდა პუტინი იმიჯს.
მაჩოს, თავზეხელაღებულის, ყველაფერზე წამსვლელის, გენიალური სტრატეგის.
რომ ყველაფერი გათვლილი აქვს. როცა გგონია, რომ მარცხდება, ეგეც მისი გათვლაა – გეგონოს, რომ მარცხდება.
ამ იმიჯს ამყარებდა რეალური წარმატებები.
წარმატებები, რომელსაც მიაღწია ე.წ. აპარატჩიკული ბრძოლით. გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა გარეთ. პლუს, დასავლელი სისტემური პოლიტიკოსების უსახობითა და გაუბედაობით.
ყოვლისშემძლე იმიჯში დააჯერა არამარტო საკუთარი ბიდლო, არამედ ის ხალხიც, ვისაც პუტინი სძულს.
ამიტომაცაა, რომ როცა ვლაძიმირ ვლაძიმიროვიჩის თავს რამე ფარსაგი ხდება, ადამიანები ეძებენ მის ჩუმ ჩანაფიქრს, მის გეგმას, რომ ეს ყველაფერი გათვლაა: “აბა, შენ რა გგონია, რომ პუტინი ეგეთი ყლეა? – შანსი არაა, ძმაო! რამე ექნება ჩაფიქრებული!” – რამდენჯერ მოგისმენიათ მსგავსი ფრაზა იმ ადამიანებისგან, ვისაც იგი ორგანულად ეზიზღება?
რეალობა ისაა, რომ პუტინმა თავი გაყო მისთვის სრულიად უცხო სიტუაციაში:
ომში, რომელიც დაგეგმილი იყო, როგორც პატარა კგბ-შნიკური სპეცოპერაცია და მსგავსი ოპერაციები, როგორც ძველ საბჭოთა აპარატჩიკსა და კგბ-შნიკს, გადასარევად ესმის.
მისთვის სამწუხაროდ, სპეცოპერაცია გადაეზარდა სრულმასშტაბიან, კონვენციურ ომში. სადაც აპარატჩიკული ინტრიგები არ მუშაობს, სადაც მუქარა არ ჭრის, სადაც საქმე გაქვს არა უსახო, გაუბედავ პოლიტიკოსებთან, არამედ ასობით ათას გაბრაზებულ, პროფესიონალ სამხედროსა და ოფიცერთან. სადაც რეალურად უნდა იომო და შენი ინტრიგების ხლართვით გამარჯვების ნულოვანი შანსი გაქვს.
წელიწადზე მეტია პუტინი არის მისთვის სრულიად უცხო სიტუაციაში, მოქმედებს იმპულსურად და არის რეაგირების რეჟიმში. და რაც უფრო მეტს ფართხალებს, მით უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა.
ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, ნუ ეძებთ შეთქმულებასა და პუტინის გენიალურ გეგმას იქ, სადაც ის უბრალოდ არაა.
ქვემოთ, ვიდეოზე 2022 წლის 31 მარტია. ორი უკრაინული მი24 ბელგოროდში შეფრინდა და ნავთობბაზა დაბომბა.
როგორც ახლა, მაშინაც ისმოდა ზუსტად იგივენაირი, შიშნარევი ვარაუდები, რომ ეს დაბომბვა თავად პუტინმა მოაწყო, რომ ეს მისი გეგმაა, რომ ახლა ნამდვილ ომს დაიწყებს, რომ ახლა უკრაინას მიწასთან გაასწორებს და ა.შ.
გავიდა ამ ვიდეოს გადაღებიდან 1 წელი და ბელგოროდის, ბრიანსკის, როსტოვისა და ყირიმის დაბომბვა ჩვეულებრივი, ყოველდღიური რუტინაა.
ხოლო პუტინის გენიალური გეგმა არავის უნახავს.
კრემლის თავზე დრონის აფეთქების გამო შეუძლია სამაგიეროს გადახდა და რადას დაბომბვა? – რა თქმა უნდა, შეუძლია.
ზელენსკის ოფისს დაბომბავს? – ნამდვილად არაა გამორიცხული.
რამეს უშველის ეგ დაბომბვები და გამარჯვებასთან ოდნავ მაინც მიაახლოვებს? – ნულოვანია მაგის შანსი.
პუტინი ამ ომს აგებს. აგებს მისი დაწყების პირველივე წუთიდან. უფრო სწორად, მსგავსი ოპერაციის ასე იდიოტურად დაგეგმვის მომენტიდან და აწი მართლა ღვთიური სასწაული თუ გადაარჩენს.
როგორც წესი, ბებერი კგბ-შნიკები კოლონიალურ ომებს ვერ იგებენ!”

 

http://

თეგები: ლევან ყურაშვილიპუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved