• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

FSB-ს მტკიცებით, უკრაინამ ბომბის კომპონენტები საქართველოსა და თურქეთის გავლით გადაიტანა

ალია ავტორი - ალია
15:06 05-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

რუსეთის მტკიცებით,  ყირიმში ტერორისტული თავდასხმების სერია აღკვეთეს, და დააკავეს 7 ადამიანი, რომლებიც “უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელობის მიერ იყო დაგეგემილი”. რუსული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ მკვლელობის სამიზნეებს შორის იყვნენ “რეგიონის ხელმძღვანელები”.

“რესპუბლიკის მეთაური სერგეი აქსენოვი, პარლამენტის თავმჯდომარე კონსტანტინოვი და ქალაქ იალტის მერი პავლენკო, ისევე როგორც ნახევარკუნძულის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტები, შეირჩა ხელყოფის ობიექტებად” აცხადებს რუსული FSB.

მათივე მტკიცები, თავდასხმების უშუალო ორგანიზატორი უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მოკავშირე, აქტიური სამხედრო დაზვერვის რეზერვის ოფიცერი, 1976 წელს დაბადებული რომან მაშოვეცი იყო, რომელიც 2020 წლიდან მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილედ.

რუსული სპეცსამსახურის მტკიცებით, დაზვერვის ჯგუფში შედიოდნენ მაშოვეცის მიერ დაკომპლექტებული რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები: ვიქტორ პოდვალნი, ალექსანდრე ლიტვინენკო, სერგეი კრივოშეინი, კონსტანტინე ევმენენკო, იგორ ზორინი და სერგეი ვოინაროვსკი.

“ისინი გეგმავდნენ ტერორისტულ თავდასხმებს, უთვალთვალებდნენ ოფიციალურ პირებს და ყიდულობდნენ ცეცხლსასროლ იარაღს. FSB-მ ასევე დააკავა უკრაინისა და ბულგარეთის მოქალაქე პეტრანოვი, რომელიც მონაწილეობდა რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებაში” აცხადებს FSB.

მათივე ცნობით, კონტრდაზვერვამ დაადგინა,  რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელების სახით შენიღბული ბომბის კომპონენტები ბულგარეთიდან, თურქეთისა და საქართველოს გავლით შეიტანეს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ბულგარეთში საქონლის გადაზიდვას კოორდინაციას უწევდა უკრაინის მოქალაქე მარინა მატუშჩაკი.

“მას შემდეგ, რაც ელექტროღუმელები რუსეთის ტერიტორიაზე მიიტანეს, ისინი სატრანსპორტო კომპანიების SDEK-ისა და Vovovoz-ის მიერ დაგეგმილი ტერაქტების ადგილებზე გადაიტანეს და გადაზიდვაში ჩაერთნენ რუსები, რომლებსაც კომერციული პროექტები ჰქონდათ ბულგარულ კომპანია Matuschak-თან. მათ არ იცოდნენ ტვირთის საფრთხისშემცველობის შესახებ.” აცხადებენ რუსული სპეცსამსახურები.

ჩხრეკისას კი მათივე ცნობით, აღმოაჩინეს ხუთი მზა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ბრიტანეთში დამზადებული პლასტმასის ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელთა საერთო წონა დაახლოებით ექვსი კილოგრამია.

FSB-ს მტკიცებით, ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერებები იდენტურია ყირიმში, 23 თებერვალს, სარკინიგზო ხაზების აფეთქებისთვის გამოყენებული მასალის.

მომხდარზე რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათი მტკიცებით, ეჭვმიტანილები აღიარებენ დანაშაულს და გამოძიება გრძელდება.

თეგები: რუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved