• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია NATO-ს წევრობა იქნება – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
17:58 05-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება.

ამის შესახებ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

“უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთის მხარს ვუჭერდით ფინეთის სწრაფვას NATO-ს წევრობისკენ და მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ეს მოგილოცოთ. როდესაც მეკითხებით, რა სახის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას, გეტყვით, რომ ზუსტად იგივე.

უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება. ნათლად გვესმის, რომ ეს არ მოხდება, ვიდრე ომი მიმდინარეობს, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი პარტნიორები ღია კარის პოლიტიკიდან უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებზე გადაერთონ, რომ მოხდეს უკრაინული საზოგადოების მოტივირება იმაზე მეტად, ვიდრე ღია კარია. გვსურს, ამ მიმართულებით პოლიტიკური მხარდაჭერა დღესვე გვქონდეს”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მიზანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრობაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მეორე პრიორიტეტი უკრაინული არმიის გაძლიერებაა.

“ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვართ NATO-ს წევრი, მაგრამ ჩვენი მიზანი ალიანსის სრულუფლებიანი წევრობაა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ვარ. მეორე პრიორიტეტი კი ჩვენი არმიის გაძლიერებაა”, – ამბობს ზელენსკი.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა, რათა სკანდინავიის ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერების სამიტს დასწრებოდა.

თეგები: ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved