• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი იტყუება? – რას უყვება „ალიას“ დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
16:56 04-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
401

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში არ გაემგზავრა, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო და განაცხადა, რომ პრემიერმა დაბლოკა მისი ვიზიტი. არადა, მთავრობის ადმინისტრაციამ  გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერს პრეზიდენტმა უცხოეთში გამგზავრების დასტურის მისაღებად  12 აპრილს მიწერა, მეორე დღეს,  13 აპრილს, მიიღო წერილობითი თანხმობა. ევროსაბჭოში ზურაბიშვილი კი 18 აპრილს უნდა გამოსულიყო სიტყვით. მოკლედ, პრეზიდენტს დრო ჰქონდა და მაინც არ წავიდა სტრასბურგში. ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა მოიტყუა, არავის დაუბლოკავს და სტრასბურში იმიტომ არ ჩავიდა, რომ იქ ჩასასვლელი პირი არ ჰქონდა, ევროსაბჭო, ევროპელი პოლიტიკოსები მისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვდნენ და  იმის მოსმენა აღარავის სურდა, რაც უკვე არა ერთხელ განუცხდებიაო. ეს რამდენად დამაჯერებელია?

– ისეთი სიტუცია, როგორიც საქართველოშია, პრობლემებს უქმნის პრეზიდენტსაც და ე.წ. დემოკრატიის სხვა მოთამაშეებსაც. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არც ადამიანის უფლებებზეა ლაპარაკი და არც რაიმეს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი  ყოველთვის იქნება  ბიძინა ივანიშვილის რუპორი ანუ, ახმოვანებს  მის განცხადებებს და არავითარი დამოუკიდებელი მოთამაშე ის არ არის. ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით ცდილობს დასავლეთთან საკუთარი და მასთან დაახლოებული ადამიანების უსაფრთხოება და მომავალი დაალაგოს. ამას არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ ზურაბიშვილს რაღაც დაპირისპირება აქვს ივანიშვილთან და არ ითვალისწინებს მის კონკრეტულ პოზიციებს. „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებულნი რომ არიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია. „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომ გაიძახიან, ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევაში დიდი წვლილი მიგვიძღვისო, ეს ივანიშვილის წვლილია. ივანიშვილმა გადაწყვიტა მისი პრეზიდენტობა და გახადა კიდეც. „ქართულ ოცნებიდან“  ვინმე შეეწინააღდეგებოდა ივანიშვილს და მის დავალებებს საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ შეასრულებდნენ? რასაც ეუბნებოდა, იმას აკეთებდნენ. შესაბამისად, პრეზიდენტი არ თვლის თავს ვალდებულად, რომ „ქართულ ოცნებას“  რაიმეში ანგარიში გაუწიოს, იყოს კობახიძის ან ღარიბაშვილის დაქვემდებარებაში.  ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის, ზურაბიშვილი მას იმ საკითხებში არ უპირისპირდება. ევროსაბჭოში პრეზიდენტის გამოსვლა და ივანიშვილისთვის სხვა მეორეხარისხოვან საკითხებში უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ ჩვენთანაც, ევროპაშიც ელოდნენ, რომ  ზურაბიშვილი შეიწყალებდა ნიკა გვარამიას და ასე ვთქვათ, ხელდამშვენებული ჩავიდოდა სტრასბურგში. არ შეიწყალა, ევროსაბჭოს იმედები გაუცრუა და ახლა პრემიერს აბრალებს, რომ მან შეუშალა ხელი ამ ვიზიტში. ერთმანეთის ჯინაზე აკეთებენ ყველაფერს.  საბოლოოდ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთავრობამ ზურაბიშვილის ბრალდების საპასუხოდ, მოგვიანებით შექმნა დოკუმენტი წინა თარიღით და არც იმას, რომ ზურაბიშვილმა მოიტყუა.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved