• რეკლამა
  • კონტაქტი
22:51, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიშას კომპლექსი“ – ეს საერთოდ რაღაც უდიდესი აბსურდია” – საბა ბუაძე

ალია ავტორი - ალია
02:55 04-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,103

ლელოს წევრი  საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე:

“რაკიღა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საჯარო პოსტში გადაწყვიტეს ჩვენს სატელევიზიო დებატებზე გამოხმაურება, თავს უფლებას მივცემ და მეც გავაკეთებ განმარტებას:

1. ერთმანეთს ჰუმანურობაში რომ არ შევეჯიბროთ, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას იმის გამოც ვემხრობით, რომ მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი ამ საკითხს აღარ ჰქონდეს შთანთქმული.
2. ძალიან დიდი სისულელეა ის, რომ თურმე სააკაშვილის მმართველობის დადებითი და უარყოფითი შეფასება რომელიღაც პარტიის შიდა საქმეა;
3. კიდევ უფრო დიდი სისულელეა იმის მტკიცება, რომ ერთი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე პოზიციის დაფიქსირება არის ამ პარტიის საქმეში ჩარევა;
4. სხვა (კონკურენტ) პოლიტიკურ პარტიებზე პოზიციის ქონა არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ვისაც ეს თქვენს შიდა საქმეებში ჩარევად მიგაჩნიათ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ ცდებით;
5. „მიშას კომპლექსი“ – ეს ხო საერთოდ რაღაც უდიდესი აბსურდია. მიშას, ვანოს და ბაჩოს კომპლექსები იმ ხალხში უნდა ეძებოთ ვინც ამ ორბიტაზე ტრიალებთ. ჩემთვის და ლელოსთვის ეგ გალაქტიკა ძალიან შორს არის. განსაკუთრებით არ გამაჩნია მიშასთან შეჯიბრის ამბიციები;
6. „მიშა წარსულია თუ მომავალი ეგ თქვენი გადასაწყვეტი არაა“ – ქართულ პოლიტიკაში საკუთარ თავს რომ ვერ ხედავს ამას ამბობს თავად სააკაშვილი, მაგრამ როგორც ჩანს ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის სააკაშვილის ფაქტორი თავად პიროვნებაზე უფრო მნიშვნელოვანია;
7. საარჩევნო პროცენტებზე მითითება – თან ამბობენ რომ მომავალი კოალიციურია, თან სხვა პარტიის საქმეებში ნუ ერევითო და პარალელურად ჩვენ პროცენტებს ითვლიან. ზუსტად ასეთი პროცენტებია საჭირო ხელისუფლების დასაკომპლექტებლად და ყველას გირჩევთ პროცენტები არჩევნების შემდეგ დავითვალოთ, მითუმეტეს როცა 20 წლის ხელისუფლებაში ნამყოფი პარტია ეჯიბრება ორი და სამი წლის პარტიებს;
8. „ფოკუსი გაასწორეთ და ქართულ ოცნებას ებრძოლეთ“ – ამაზე უბრალოდ აღარაფერს დავწერ.”

თეგები: საბა ბუაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved