• რეკლამა
  • კონტაქტი
00:39, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიდასტურებთ, რომ ეს პრეპარატი დარეგისტრირებულია შვედეთში და ბავშვებისთვის მკურნალობა უფასოა” – ზაალ კოკაია

ალია ავტორი - ალია
14:42 04-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
503

ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა, ზაალ კოკაიამ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მედიკამენტის შესახებ ისაუბრა და თქვა:

“მე გიდასტურებთ, რომ ეს პრეპარატი დარეგისტრირებულია შვედეთში, გაყიდვაშიც არის და გიდასტურებთ იმას, რომ ნებისმიერი მკურნალობა, რაც ტარდება შვედეთის ტერიტორიაზე, შვედეთის მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის 18 წლამდე აბსოლუტურად ნებისმიერი მკურნალობა არის უფასო და სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს ამას სრულად.

ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე [იყენებენ], ერთი საინტერესო კვლევა ჩატარდა, რომელიც მარტში გამოქვეყნდა – მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იშვიათი დაავადებაა და იშვიათი დაავადებების კვლევა, როგორც წესი, ევროპაში როცა ხდება, ქვეყნები ერთიანდება, რომ სათანადო რაოდენობის პაციენტები და მონაცემები ჩართონ, ზუსტად 6 ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა ეს კვლევა და დადგინდა, რომ ამ დაავადების მქონე პაციენტებში ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად დაქვეითებულია.

ასევე, კლინიკური სიმპტომები, რომლებიც გამოვლინდა, ეს არის ქრონიკული ტკივილები, სუნთქვის პრობლემები და მრავალი სხვა, დაკავშირებულია ზუსტად ამ ცხოვრების ხარისხის მკვეთრ დაქვეითებასთან.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ დაჩქარებული წესით მიიღო ეს პრეპარატი, რაც მიუთითებს საჭიროებაზე ამ პრეპარატის გამოყენების და სარწმუნოებაზე. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელზეც ეს პრეპარატი მიიღეს, მიუთითებს, რომ თუკი ამ ორგანიზაციისთვის – რომელიც ზოგიერთი პრეპარატის დამტკიცებას წლები უნდება – მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ეს პრეპარატი ეფექტურია”

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მეათე დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ – ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან მედიკამენტისთვის საჭირო თანხები გამოყოს, რათა ბავშვებმა მკურნალობა შეძლონ.

ზაალ კოკაია, სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს ლინკებს და წერს:

Voxzogo (Vosoritide) აღიარებულია ევროკავშირის, აშშ-ს და იაპონიის რეგულატორების მიერ ბავშვებში ქონდროპლასტიის სამკურნალოდ (იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ბმულები). სხვა რა მტკიცებულაბაა საჭირო ჯანდაცვის სამინისტროსთვის, მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები… ?
https://globalgenes.org/…/japan-grants-approval-for…/
https://www.prnewswire.com/…/european-commission-approves…
https://www.fda.gov/…/fda-approves-first-drug-improve…

 

რომელი ქვეყნები აფინანსებენ ვოსორიტიდს და როგორია მისი ეფექტურობა? – მარშანია

თეგები: ზაალ კოკაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved