ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“პროპაგანდა ყოველთვის ვიზუალურად უნდა წარმოიდგინო.
ღმერთმა დაგვიფაროს და ვთქვათ, ვერ გაუძლო ბიძინამ დასავლეთის წნეხს, ჯანდაბასო და ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში, ჩაიცვა სამხედრო ფორმა და გახსნა ,,მეორე ფრონტი”, თან რუსების მხარესაა, ერთი სული აქვს, წავაგოთ.
პარალელურად ვხედავ, ოპოზიცია, ენჯეოები, მედია ქუჩაშია გამოსული, მანქანებით ასიგნალებენ, ყველა ერთმანეთს ულოცავს. ისმის შეძახილები – იესსს, როგორც იქნა, რა მაგარია, მალე ბომბები ჩამოცვივდება. ახალგაზრდები ტოვებენ კლუბებს, რათა რუსულ რაკეტებს რუსთაველზე შეუშვირონ თავი. ყველა ერთმანეთს ურეკავს, რას შვრები, გილოცავ, გოგო, მეორე ფრონტი გაიხსნა, ხო მოდიხარ რუსთაველზე.
ფეისბუქზე დაუსრულებლად იწერება სტატუსები, აუუუ, ნეტა სად დაარტყამენ პირველად, იქნებ რამე ინფო დაიდოს და მივასწროთ.
ქოცი ჟურნალისტები ჩართვებში ამბობენ, გულწრფელად გამოსულ ახალგაზრდებს ნაცები არ აცლიან, რომ რაკეტას მშვიდად დახვდნენ და ცდილობენ, პოლიტიკურში გადაიყვანონო.
ვიღაცები გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ, რომ ნაცებთან ერთად არ დაიხოცებიან, ამიტომ სხვაგან შეიკრიბებიან და იმედია, რუსები იქაც დაარტყამენ.
ყველა გახარებულია. ბრიუსელში სტოლტენბერგი და შარლ მიშელი ჭიქებს უჭახუნებენ, იეეეესსს, მაინც ხომ ჩავითრიეთ ომში. აი ეგრე !
როგორც თავად ქოცები ამტკიცებენ, ყველაფერი რამდენიმე დღეში მთავრდება, მაგრამ ოპოზიციას, ენჯეოებს, მედიას მაინც უხარია. არ წყდება მილოცვები.
●
ზუსტად ამას გვიყვებიან და დაიჯერეთო თან”
კომენტარები