• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, კვირა, 23 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომ იბეჭდება, ნიჭიერი ქართველი ბაღანა ამერიკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხაო, ვინ იხდის იმათ სტიპენდიებს იცით?” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:36 04-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,308

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

“პარასკევ საღამოს ფიქრები…
——————————-

გრძელი მორიგეობიდან სახლში ვბრუნდები. მისისიპური მამაპაპური ბლუზია რადიოში. სიმღერასა და სიმღერას შორის ადგილობრივ ახალ ამბებს გადმოსცემენ.
– ტეხასში დასახლებულმა მისისიპელმა წყვილმა, ჯორჯ და ქეითი ბიშოფებმა მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნიჭიერი ბავშვების სტიპენდიებისთვის 100 მილიონი დოლარი შესწირესო. ერთი კვირის წინ ჰარვარდს შესწირა 300 მილიონი კენ გრიფინმა, მილიარდერმა. გრიფინს ჰარვარდი ჰქონდა დამთავრებული, ბიშოფს მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასაჩუსეტსი ერთერთი უმდიდრესი შტატია, მისისიპი ყველაზე წყალწაღებული. სულისკვეთება ერთნაირია ორივეგან. მაგ სულისკვეთებას ჰქვია კლასი. კლასში ბევრი რამ შედის: განათლება, სოციალური ელეგანტურობა და რაც მთავარია, სულის საოხი პრინციპებიც. ჯორჯ ბიშოფი… გიორგი ეპისკოპოსი, უცებ ვთარგმნე ავტომატურად. მერე ქართველი ეპისკოპოსები გამახსენდა.. მართლმადიდებლები პრინციპში ამერიკელები არიან; მართალს და სიმართლეს ადიდებენ. მარტო საკუთარ ნიჭიერ ბავშვებს არ პატრონობენ ამერიკელები. ყოველდღე რომ იბეჭდება ქართულ პრესაში, ესა თუ ის ნიჭიერი ქართველი ბაღანა ამერიკის რომელიღაც პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხაო, ვინ იხდის იმათ სტიპენდიებს იცით? ვინ და ჯორჯ ბიშოფის და კენ გრიფინის მსგავსი ხალხი. სამაგიეროდ რამეს თხოვენ ისინი ან უნივერსიტეტებს ან ხალხს, ან ქვეყანას, ან მსოფლიოს? არაფერს. მათი სახელებს დაარქმევენ რომელიმე კორპუსს თუ აუდიტორიას და ეგაა.
საქართველოში სამედიცინო ინსტიტუტების კურსდამთავრებულებს რეზიდენტურაში სასწავლებლად ფულს ახდევინებენ იქეთ; სახელმწიფოც და კერძო სექტორიც. უზარმაზარი კორპორაციები კადრულობენ ამას; ფულში რომ იხრჩობიან ისეთები. არადა, მედიცინა ისეთი ოხერი დარგია, მინიმუმ ორი დეკადა სჭირდება პროფესიონალად ჩამოყალიბებას. ეს კი ახალგაზრდის საუკეთესო წლებია; სიყვარული რომ უნდა, გართობა, ოჯახის შექმნაც და ამ დროს მათ შემოსავალი არათუ არა აქვთ, იქეთ ახდევინებენ ფულს წვრთვნაში და თან ვირებივით ამუშავებენ. ვინც ძალიან მაგარია, უკანმოუხედავად გარბის ამიტომ. ვინც ვერ უძლებს, ანებებს თავს სამუდამოდ. სამედიცინო ინსტიტუტის რამდენი კურსდამთავრებული იყო და არის საქართველოს პარლამენტში, რომელიმეს აზრად მოსვლია რეზიდენტურების სრული დაფინანსება და ხელფასთან გათანაბრებული სტიპენდიებისთვის რაიმე კანონმდებლობა რომ მოეფიქრებინა თუნდაც სულის საოხებლად? …
ჯორჯ ბიშოფი რომ ქართველი ყოფილიყო, ეკლესიას შეწირავდა საცხონებლად იმ 100 მილიონს, თუ უნივერსიტეტს? რამდენ ასეულ მილიონს მოპარავდა მანამ სამშობლოს?..
ღარიბია საქართველო; უნდა იყოს ღარიბი? ან მართლა ღარიბია? თუ უყაირათო და უგულოა?
უგულობაზე გამახსენდა. მთელი ქვეყნის თვალწინ ტირიან უბედური მშობლები თავიანთი შვილების გადასარჩენად. წამალი სჭირდებათ. არა აქვს ქვეყანას მაგის ფული ხომ? არც სახელმწიფოს, არც ბიზნესმენებს, არც ეპისკოპოსს. ეპისკოპოსი რა შუაში იყო … ჰო, ჯორჯ ბიშოფზე გამახსენდა.
მარტო გამართულ სახელმწიფო სტრუქტურებზე არ აშენებულა და არ დგას ამერიკა.
ამერიკა სწორად აღზრდილ ადამიანებზე დგას; სულიერად და სოციალურად სწორად განათლებულებზე. კლასი ჰქვია მაგას. ჩვენ?…
ჩვენ რად გვინდა კლასი, ილიკო ჩიგოგიძის არ იყოს, უკლასო საზოგადოებას ვაშენებთ.
… ახალი ამბების პაუზა დასრულდა რადიოში. ისევ აკვნესდა მამაპაპური მისისიპური ბლუზი…”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved