• რეკლამა
  • კონტაქტი
13:25, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სულ ორი სვლა არსებობს – ორივე შემთხვევაში ინიციატივა გადადის ოპოზიციის ხელში” – სანაია

ალია ავტორი - ალია
20:59 04-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
433

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“რაც თავი მახსოვს, სულ საგამოძიებო კომისიაზე ვწერ სტატუსებს. ბოლოს ეცინებოდა ხალხს, მაგრამ მაინც ჯიუტად ვწერდი.
მიზეზი მარტივია. სულ ორი სვლა არსებობს :
1. ან ხელისუფლება არ გაქმნევინებს კომისიას, უწყვეტად არღვევს კონსტიტუციას და პრაქტიკულად აჩერებს პარლამენტის მუშაობას.
2. ან ოპოზიცია ახერხებს კომისიის შექმნას, სხდომებზე იბარებს ყველას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ამყოფებს პრესინგში და ბოლომდე აშიშვლებს სისტემას.
ორივე შემთხვევაში ინიციატივა გადადის ოპოზიციის ხელში.
2 წელია, ვამბობ – რადგან ოპოზიცია არალეგიტიმურ პარლამენტში მაინც შევიდა, იქ ერთადერთი რეალური ბერკეტი საგამოძიებო კომისიაა. ეს 2 წელი ჩაიკარგა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ახლა ოპოზიციას რამდენიმე საზრუნავი უნდა ჰქონდეს:
1. არ მოშალოს ყაზარმული მდგომარეობა;
2. არ დაუტოვოს ზოგიერთს შანსი, გასხლტეს იმ 50 კაციდან – ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საზოგადოების ყურადღება არ მოადუნოს;
3. ვიზუალურად ცოტა მეტი კრეატივია საჭირო – შინაარსის გარდა ფორმასაც აქვს მნიშვნელობა საზოგადოების ყურადღების მისაქცევად.
4. საზოგადოების ინფორმირება, როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. მარტივი გზავნილია მისატანი ხალხამდე – რუსული რეჟიმი საქართველოს კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს.
5. პოლიტიკური პროცესი იქამდე უნდა მივიდეს, რომ ხელისუფლების გაჯიუტების შემთხვევაში გარედან ხალხის მხარდაჭერა აუცილებელი გახდეს, მაგრამ ჯერ ხალხმა უნდა დაინახოს, ოპოზიციას რა შეუძლია.
6. ეს პროცესი ოპოზიციური ძალების ერთამანეთთან თანამშრომლობის გამოცდაც იქნება.
7. ოპოზიციის არსენალშია საკითხების მრავალფეროვნება. საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდა მოითხოვონ მრავალ საკითხზე ეტაპობრივად – დაწყებული მოსამართლეებით გაგრძელებული სუსის კრებსებითა თუ მუხთარლის გატაცებით და ა.შ და ა.შ.
ერთი სიტყვით, ბურთიც ოპოზიციისა და მოედანიც: თემა არსებობს, დღის წესრიგი არსებობს, დეპუტატების რაოდენობა ჰყოფნით, ზემოქმედების ბერკეტი არსებობს.
ვნახოთ – ან შეძლებენ პოლიტიკური პროცესის შექმნას ან ეს შესაძლებლობაც დაიკარგება.”
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved