• რეკლამა
  • კონტაქტი
01:15, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის პირდაპირ ივანიშვილზე გასული თემა… ამას არავინ მიაქცია ყურადღება… ძალიან ეშინიათ, ძაან მძიმე დღეში არიან” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:31 04-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,428

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, აშშ–ის მიერ, მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას, მთავარ არხთან, ამბობს:

დიდ სურათს უნდა შევხედოთ, ვის აინტერესებს ახლა მურუსიძე და ჩინჩალაძე და მათი მაფიოზური, კლანური სისტემა? ეს ყველაფერი დიდი მანკიერი სისტემის ნაწილია, ეს არის გზავნილი ხელისუფალთან, რომელმაც შექმნა ეს მონსტრი და ამუშავებს. შავით–თეთრზე წერია, ეს ნაბიჯი მიდის პირდაპირ ხელისუფალთან. ესენი თავისი რიტორიკით აბნევენ ხალხს, ვისაც არ უნდა ფიქრი, შეპყრობილია წინა ხელისუფლების სიძულვილით, ვინც ადვილად იღებს იმას, თითქოს ომი უნდა ვინმეს, ყველაზე ცოდვა ეს საზოგადოებაა, რომელსაც ამ თეთრი ძაფით ნაკერი პროპაგანდის სჯერა – ეს ხალხი მსხვერპლია, ტრამვირებულია. ეს არის პოლიტიკური გზავნილი და შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს უკვე ხელისუფლების წევრების დასანქცირება.

სასამართლო თემა უკვე არის პირდაპირ ივანიშვილზე გასული თემა. სტრუქტურულად როგორ არის მოწყობილი, ხომ კარგად იციან? სააკაშვილის დროს სასამართლო იყო პროკურატურის გავლით, ახლა პროკურატურა ჩამოაშორეს და პირდაპირ იქიდან იმართება. ჩვენ თუ დავაკვირდებით რა პროცესი მიდის ბოლო პერიოდში, ევროპარლამენტის განცხადებები, პერსონალური, გაფრთხილებითი… ამას არავინ მიაქცია ყურადღება – დაახლოებით 10 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის საგარეო სამქმეთა მინისტრი ითხოვს ივანიშვილის სანქცირებას ევროკავშირის სტრუქტურებში. საფრანგეთის მოქალაქეა ივანიშვილი, ამისთვის მაშინ ყურადღება არავის მიუქცევია, მაგრამ ერთი დიდი პროცესია ყველაფერი. ხომ უნდა გვესმოდეს რომ აშშ დასავლეთის პირველი ვიოლინოა, ფაქტობრივად, იქ რა პროცესიც იწყება, ის გადადის ევროპაში.

ამ დასანქცირებით მთავარი რაც მოხდა, ივანიშვილს მანევრი შეუზღუდეს, ივანიშვილი ახლა დროს წელავს, ვეღარ გაიგო წითელი დროშა გამოფინოს, ევროკავშირის, თუ უკრაინის, დაიბნა, რუსულ არხზე გადართავს, წითელ დროშას გამოკიდებს, ევრონიუსზე გადართავს – ლურჯს. იქ ეუბნებიან, ჩამოყალიბდი რა, ნუ ათამაშებ ერთ ადგილს, ჩამოყალიბდი, ფრონტის ხაზის რომელ მხარეს ხარ. კი, რუსეთში გინდა? ეგაც არჩევანია, თქვი ღიად, რას მეთამაშები. ამასაც ვერ ამბობენ, ამისაც ეშინიათ, როგორც კი ამას იტყვიან, თავზე დაემხობათ ქვეყანაში ყველაფერი, ეს იციან. მარტის მოვლენები ტესტი იყო, მათ ეგონათ გადატეხავდნენ, ადვილად გაივლიდნენ რუსეთის კანონისკენ მიმავლ გზას, მაგრამ ხალხმა და განსაკუთრების ახალგაზრდობამ აჩვენა, რომ ეგრე არ არის, ძმაო, აბა, გაბედონ, ეგრევე დაემხობათ ყველაფერი თავზე, იციან, ამისაც ეშინიათ. არ გვეშინიაო კი იძახიან, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ეშინიათ, ის მოსამართლეებიც კი ამბობენ, არ გვეშინიაო, მაგრამ ძალიან ეშინიათ. ამაშია საქმე. კამერებთან გვეყელყელავებიან, მაგრამ ძაან მძიმე დღეში არიან სინამდვილეში.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved