• რეკლამა
  • კონტაქტი
16:44, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ თანამდებობებიდან” – “საქართველოსთვის”

ალია ავტორი - ალია
15:06 04-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
895

პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 4 ქართველი მოსამართლე დასანქცირდა. ბერდია სიჭინავას თქმით, ეს პირდაპირი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.

პარტია მოუწოდებს “ოცნების” ხელისუფლებას, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს.

“ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე. საწყის ეტაპზე გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ:

  1. შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან;
  2. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ჩვენ მიერ დაინიცირებული ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. „ორმაგი 2/3-ის“ პრინციპით მიღებასთან დაკავშირებით.
  3. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც წარიმართება ინკლუზიურად, ყველა დაინტერესებული აქტორის ჩართულობით.

ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, კონცენტრირდეს ჩამოთვლილ საკითხებზე და მოახდინოს მათზე მყისიერი რეაგირება”, – თქვა სიჭინავამ.

“საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია Twitter-ზე წერს:

“ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა!”

თეგები: სანქცირებული მოსამართლეები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით

13:09 10-30-2026
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved