• რეკლამა
  • კონტაქტი
09:44, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სელფი – გამოხატე საკუთარი თავი, იყავი ნამდვილი! – ახალი ბრენდი ტელეკომუნიკაციის ბაზარზე

სელფი ერგება თითოეულ მის მომხმარებელს და შესაძლებლობას აძლევს, რომ სრულად გამოხატოს საკუთარი თავი!

ალია ავტორი - ალია
14:10 04-05-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,306

დღეს, 5 აპრილს, სელფი მობაილმა მისი ახალი ბრენდი სელფი (Cellfie) წარადგინა. სელფი კომპანიის მიერ შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას და ციფრული ტანსფორმაციის წარმატებულ ისტორიას.

სელფის მთავარი იდეა აბონენტის ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ვითარებაში, მის გვერდში ყოფნაა. ბრენდის მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ განაპირობებს ახალი შესაძლებლობების მიცემას, პროფესიული და პერსონალური მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის. სელფის შექმნა განაპირობა კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და უნარმა, რომ 1,3 მლნ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით. სელფის მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური განვითარებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი აღმოჩნდეს. სელფისთან ერთად აბონენტს შეუძლია მუდმივად ჰქონდეს სწრაფვა სიახლეებისკენ, შეიგრძნოს ცხოვრების მრავალფეროვნება და აისრულოს თავისი ყველა ჩანაფიქრი. სელფი ერგება თითოეულ მის მომხმარებელს და შესაძლებლობას აძლევს, რომ სრულად გამოხატოს საკუთარი თავი.

„მოხარული ვარ, მომხმარებელს წარვუდგინო ჩვენი ახალი ბრენდი სელფი, რომლითაც დღეიდან ვიწყებთ ოპერირებას. ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ სელფის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან სელფი აბონენტს ყველაფერს რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს,“ განაცხადა სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ინოვაციაზე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციასთან ერთად, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი ღირებულება – ყოველთვის მივცეთ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზება და მასზე მორგებული მომსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ახალი ბრენდის შექმნაზე,“ – დაამატა ვასილ ბერიშვილმა.

სელფის ტარიფებისა და პაკეტების ნაწილი ასე გამოიყურება:

სტარტი ოპტიმუმი ოპტიმუმ+ პლატინიუმი
ტელევიზია ✔ ✔
მუსიკა ✔ ✔ ✔ ✔
სპორტი ✔
ფიტნესი ✔ ✔ ✔
ინტერნეტი 500MB 3GB 10GB 20GB
წთ საკუთარ ქსელში ულიმიტო ულიმიტო ულიმიტო ულიმიტო
წთ სხვა ოპერატორებთან 50 300 ულიმიტო ულიმიტო
SMS ულიმიტო ულიმიტო ულიმიტო ულიმიტო
ღირებულება თვეში ₾3 ₾8 ₾12 ₾25

 

 

30 დღიანი ინტერნეტ პაკეტები:

ტელევიზია ✔ ✔
მუსიკა ✔ ✔ ✔ ✔
სპორტი ✔
ფიტნესი ✔ ✔ ✔
ინტერნეტი 4GB 15GB 35GB 100GB
ღირებულება ₾6 ₾10 ₾15 ₾20

 

მომხმარებლები ჩვეულებრივ შეძლებენ სარგებლობას მიმდინარე ტარიფებითა და
პაკეტებით, რომლებიც უკვე ჩართული აქვთ და ავტომატური განახლებაც ძალაში რჩება.

სხვა პროდუქტებისა და მომსახურების სანახავად ეწვიეთ: cellfie.ge

თეგები: Cellfieსელფისელფი მობაილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved