“ტვ პირველის” ცნობით, ინდურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში პენჯაბის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი ერთი თვის მანძილზე იმყოფებოდა და ამრიტპალ სინგ ჰის პაკისტანური დაზვერვა საქართველოში წვრთნიდა. პენჯაბი ინდოეთის შტატია, სადაც სეპარატისტული დაჯგუფებები დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძვიან. სინგ ჰის დაჯგუფებას კი იარაღით პაკისტანი ამარაგებდა და ასევე ის კავშირშია ნარკოდილერებთან.
გამოძიება დაწყებული აქვს ინდოეთის პოლიციას, ინდოეთის სპეცსამსახურების მიერ სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი, ცხადია იძებნება.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახური კომენტარს არ აკეთებს.
კომენტარები