• რეკლამა
  • კონტაქტი
18:34, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დამალული წილები და შეუთავსებელი საქმიანობა – იმერეთში 46-მა მოხელემ დეკლარაცია დარღვევებით შეავსო

ალია ავტორი - ალია
16:58 03-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
934

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 46-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა.

მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვისსაჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია კი დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე.

მაგალითად: 

  • ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, ანტონ ჩიხლაძემ 2022 წლის ოქტომბრის დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის სპს “ჩიხლაძე-მედეა 2000”-ს მმართველი პარტნიორი.
  • თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი, რომლის 2023 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში ორგანიზაციის განცხადებით, არ აღნიშნა, რომ იგი არის შპს “აგროჯორჯიიას” 25% წილის, შპს “ზედაზენი იმერეთის” 95% წილის და შპს “ბერტა იმერეთის” 100% წილის მფლობელი და ამ უკანასკნელის დირექტორი, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია და არც დირექტორის პოზიცია დაუტოვებია.  ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გიორგი ბარათაშვილი შპს “ზედაზენი იმერეთში” ზაზა კედელაშვილის საკუთრებაში არსებული 5% წილის მმართველია. დოკუმენტში ვკითხულობთ, გიორგი ბარათაშვილს ამ კომპანიების შესახებ ეწერა 2022 წლის დეკლარაციაში. TI-ს თქმით, გიორგი ბარათავშვილს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი ამავე დროს შპს “კრისტალი 2010”-ის 25% წილის მფლობელიცაა.
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძემ 2023 წლის 27 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი შპს “სზ ჯგუფის” 50% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, საკუთარი წილის მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
  • ვანის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, დავით გაბუნიას 2022 წლის სექტემბერს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ არის კოოპერატივის
    ,,რკ საქართველოს რესპუბლიკის ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – დირექტორი.

ანგარიში  ბმულზე.

თეგები: იმერეთიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved