• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
22:23 03-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,462

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

,,ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი:
ჩემი ბრალია, ამ თემაზე მსუბუქი ხუმრობებით და დროგამოშვებითი ირონიზირებით, შვიდდღიანი უბინძურესი, ორგანიზებული კამპანიის თითო-ოროლა ტროლთან ბრძოლად წარმოჩინება, რასაც ლოგიკურად მოყვება თქვენი რჩევაც: ნუ მიაქცევ ყურადღებას, არ არიან შენი პასუხის ღირსი. არც თქვენ ხართ გულუბრყვილო და არც მე – ეს სერია, რომელიც დაუჯერებელ ცილისწამებათა კასკადს ეფუძნება, ჩემი სუიციდის მცდელობის მიზეზის ათასგვარი ვერსიის საკუთარი წრეებისთვის შესაღებას (როცა ყველამ ცხადად იცის რეალური – უმძიმესი დეპრესია), ამაზე მთელი გადაცემების, სტატუსების, სტატიების მომზადებას და მოძღვნას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ჩემი ,,გაშავება” და ნიადაგის მომზადება, ჩამოვშორდე აქტიურ საქმიანობას. პერსონალური თემების კომიკურობამ რომ ვერ გაამართლა, დღეს, შესაბამისი მედიით გაშუქდა ,,ახალი თემა” – ეროვნული ბიბლიოთეკა საშინელ დღეშია და მისი კეპკიანი დირექტორი, გუშინწინ რომელიღაც პარტიის ვიღაც წევრის მიერ ,,ფაშისტ ვირიშვილად” და კიდევ სხვის მიერ ,,ერის უმთავრეს სირცხვილად” წოდებული, კიდევ ვიღაც ლიბერალებს ეხმარება თუ რაღაც ამდაგვარი ბოდვა. როგორ დღეშია ეროვნული ბიბლიოთეკა – მოდი, დაძებნეთ, მოქმედი, წინა, იმისწინა და კიდევ წინა პარალმენტის თავმჯდომარეების სიტყვები, ვიცე-სპიკერების გამოსვლები ან ახლა ჰკითხეთ, ჰკითხეთ პარალმენტარებს ყველა პარტიიდან, რვა დღის წინ რომ დითირამბებს მიძღვნიდნენ. ჰკითხეთ. მაგრამ შეიძლება ახლა სულაც დამუნჯდნენ – ვერაფერს გეტყვით. სულ მცირე იმავე მედიის პროდიუსერებს და ჟურნალისტებს ჰკითხეთ. როგორ შეიძლება მხარედ ყოფნის განცდამ ასე ჩამოგშალოს, ასე ყველაფერზე აგაღებინოს ხელი. ყოველდღიურად, ვითომ კეთილმოსურნე ასობით ადამიანი, სპეციალური დავალებით, მაჩვენებს ახალ ამაზრზენ ცილისწამებას, კგბ-შნიკური ფანტაზიით შეთითხნილს და მაქეზებს – გამოეპასუხე. მე ვდუმვარ და მხოლოდ ზოგადი წერილებით შემოვიფარგლები. ვცდილობ, ღირსეულად გავუძლო ამ გამოწვევას, ისე გავყვე, რომ არავინ გავლანძღო, არც უადგილო დუმილისთვის დავამუნათო ვინმე, ვიდგე ჩემს უამრავ გულშემატკივართან ერთად (რომელთა ეს მხურვალე სიყვარული არ დამიმსახურებია) და ვიბრძოლო. არაერთმა აიტანა საშინელი ტალახი, მაგრამ წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, რისი მოთმენა მიხდება მე. და მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ჯოჯოხეთი გამოვიარე ბოლო წელია და ბრძოლაც რეალურად ამ ჯოჯოხეთში ჩემს შესაბრუნებლად მიდის, ვაცნობიერებ, რომ საჯარო პირი ვარ და სახალხო თემაზე პოზიციის გამოთქმა, აუცილებლად იგულისხმებს პასუხს, თუნდაც სრულიად ამაზრზენს და არაადეკვატურს. არადა მსუბუქად რომ ვთქვათ, რა მოხდა – ვთქვი, ევროპა გვინდა-მეთქი და სტიპენდია დავნიშნე. ლოგიკურად, თავდამსხმელების დასაკმაყოფილებლად, ალბათ ფული უნდა წამეგლიჯა ვინმესთვის და რუსეთი მინდა-თქო უნდა მეთქვა. არ ვიცი. ფაქტია, რომ ამ ორ გადაწყვეტილებას დიდი და გააფთრებული პროპაგანდა მოჰყვა ჩემს წინააღმდეგ და მოკლედ, უკვე ცხადად ვხვდები, ეს არის ღირებულებათა ბრძოლა. ყველამ იცის – მე არც ნაცი ვარ, არც ქოცი. იცის, მაგრამ ზოგს არ აწყობს. არ მიზიდავს პარტიული პილიტიკა, არც არასდროს იქნება ეგ ჩემი ვნება, მაგრამ იცის ისიც, რომ არასდროს გადავუხვევ ჩემს პრინციპებს. შევეწირები? შევეწირო. ახლაც დანის პირზე დავდივარ, მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი. ვერავის დავავალებ მხარდაჭერას – ესეც მათი არჩევანია – თან ქვეყანა წალეკა სასარგებლო იდიოტების ზვავმა. უფრო თქვენი იმედი მაქვს, ხალხის, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობდი ეს წლები და ხან აქეთ მიწვდიდნენ დახმარების ხელს, ხან მე ვუწვდიდი. ჩვენ მოვიგებთ ამ ბინძურ ომს.

თქვენი

გიორგი კეკელიძე”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved