• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე ვფიქრობ, განათლების მინისტრი ამიტომ შეცვალეს“ -ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
17:09 03-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,253

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ყოფილი პარლამენტარი, ვალერი გელბახიანი.

– განათლებისა და მეცნიერების მინისტრად  დეპუტატი გიორგი ამილახვარი დაინიშნა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს სტუდენტების გასაკონტროლებლად გაკეთდა. დაიწყება ერთის მხრივ რეპრესიები სტუდენტთა მიმართ და მეორეს მხრივ, მათი ხელისუფლების მხარეს გადაბირების და ამ მხრივ განეიტრალების მცდელობა, რასაც წინა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ვერ გაართვა თავი. „ქართული ოცნების“ მომხრეები მოითხოვნენ  „მკაცრ ხელს“ განათლების სფეროში, ისეთს, როგორიც თეა წულუკინია კულტურისა და სპორტის სფეროში.

– გიორგი ამილახვარი ახალგაზდრა კაცია, ცუდი არ არის, რომ  ახალგაზრდული იდეების რეალიზაცია ხდება აღმასრულებელ ხელისუფლების მეშვეობით, მაგრამ  მაგ ბიჭისგან მეტი მოლოდინი მქონდა. რა ვიცი, აბა? ცოტა უფრო რადიკალურად განწყობილს ვხედავდი ოპოზიციის მიმართ. როდესაც შენ ხარ დეპუტატი, ოპოზიციის დეპუტატი შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ მის უკან ხალხი დგას, იმ ხალხს უნდა სცე პატივი, როცა ოპოზიციის მიმართ რადიკალური, მკვეთრი შეფასება და  როტორიკა  გაქვს, არ ავლენ ხელისუფლებაში ყოფნის თმენის ვალდებულებას, აქ  უკვე  კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ ეს არის პოლიტიკანური დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და არა ხალხის მიმართ. რაც შეხება სტუდენტების მართვას,  ვინც არ უნდა დანიშნონ მინისტრად, ამას ვერ მოახერხებენ. ეს ტალღაა, რომელიც თავიანთი უტვინობით ააგორეს და აღარ გაჩერდება. კარგი, გიორგი ამილახვრს, შესაძლოა, დაავალონ  სტუდენტების რეპრესირება, გადმობირება, ერთი წელი დარჩათ ხელისუფლებაში ყოფნისა და მერე რას შვრებიან? სად მიდიან? რას აპირებენ? გიორგი ახვლედიანი წავა ამაზე თუ არა, ისიც საკითხავია. ახალგაზრდა კაცია და რას მოაწერს ხელს და რას არა, გასარკვევია. მე ვფიქრობ, განათლების მინისტრი იმიტომ შეცვალეს, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საჭიროა არ ხისტი, არამედ უფრო რბილი და ჰუმანური პოლიტიკის გატარება განათლების სისტემაში. თუ სტუდენტების წინააღმდეგ  რეპრესიებს აპირებენ, ეს იქნება მაგათი დამღუპველი გაადაწყვეტილება. იქნება სტუდენტებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების მცდელობა, იქნება გადაბირებებიც, მაგრამ მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი ვერ ექნება.სტუდენტთა რაღაც ნაწილი ყოველთვის იდგა ხელისუფლებების მხარეს, მაგრამ  უმეტესობა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწობილი. ახლაც ასეა და ასე დარჩება, რაც არ უნდა სცადონ.

– „აგენტების კანონის“ მიღება–გაწვევის მერე, იმ დეპუტატებს, რომელთაც ამ პროცესში მიიღეს მონაწილეობა, რა ეშველებათ? პოლიტიკურად ხომ დაისამარეს თავი?

– ხელისუფლება, როდესაც შეიცვლება, ეგ დეპუტატები აღარავის გაახსენდება. ეგენი არიან მმართველი გუნდი, პრეტენზიებიც გაჩნიათ, დიდი ამბიციებიც და ფიქრობენ, რასაც აკეთებენ, რასაც მხარს უჭერენ, ეს უფრო პროგრესულია, ვიდრე ის, რასაც ხალხი ითხოვს. ეს არგუმენტები  აქვთ. რეალურად ცუდი მდგომარეობა გვქვს ქვეყანაში და ეგ მაგათი „დამსახურებაა“. რეალურად, რა ვითარება  გვაქვს და რა შედეგი აქვს მაგათ მმართველობას,  ეს სხვაა. დემოკრატიული კრიტერიუმებით, ცუდად ფასდება, ნახევრად დემოკრატიული კრიტერიუმებით – საშუალოდ. არც დემოკრატიაა ქვეყანაში, არც  დიქტატურა, სადღაც შუაში არიან. კორუმპირებული ხელისუფლება გვყავს, მაგას სხვა სახელს  ვერ დაარქმევ. ყველა უბედურებაც  მანდედან  მოდის.

– ხელისუფლება  ხალხის ფეხებზე დაკიდების პოლიტიკას განაგრძობს  თუ რაც დამართა ხალხმა, იმის მერე ცოტას მოიხედავენ აქეთ?  უპირველესად, რუსეთთან მიმართებაში?

– რუსეთთს თავი დავანებოთ. უახლოვდებათ არჩევნები. ნებისმიერი, ვინც არ უნდა ავიღოთ, ვინც პოლიტიკაშია, უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და საამისოდ უნდა  შეცვალოს რაღაცა. არჩევნებისთვის მზადება ნიშნავს, ამომრჩეველთან სიახლეებით მისვლას. ამათ უნდა შეცვალონ ქეისები, ამომრჩეველს უნდა დაანახონ, რაც იყო დაგმეს და ახალი პროექტები  და ხედვები აქვთ, ახალი შემართება.  ამით უნდა მოხიბლო ამომჩეველი, ქურდობით ვერ მოხიბლავ. რაღაც  ხიბლია მიზიდულობის და ეს მიზიდულობა თუ არ გაკეთდა, სხვაგვრად ვერ მიხვალ არჩევნებამდე, ახალი მთავრობა, ახალი პროექტები, ახალი ინიციატივები, ეს არის ამომრჩევლისთვის მომხიბლავი. აბა, არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ და ისევ ხმები უნდა მოგვცეთო, ეს ამომრჩევლებს რომ უთხრა, არ მოგცემენ ხმას. მით უმეტეს, ამ „აგენტების კანონის“ მიღების მერე „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი გაუნახევრდა. საჯარო მოხელეები იდგნენ რუსთაველზე და აპროტესტებდნენ იმ ხელისუფლების ქმედებას, რომელსაც თავად წარმოადგენენ. მეტი რაღა უნდა დაემრთთოთ? შავ დღეში არიან. ასეთ მძიმე დღეში, რაც ხელისუფლებაში არიან, არ ყოფილან.

თეგები: გიორგი ამილახვარივალერი გელბახიანიმიხეილ ჩხენკელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved