• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თავის მოკვლა გაითამაშაო, ეტყობა რაღაც კომპრომატი აქვთო“ – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
02:22 03-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,802

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

„ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად.
ღიმილით ვუმზერ მმართველი პარტიიდან ჩემი ბავშვობის მეგობრების უწყინარ დუმილს, გუშინ ჩემი მაქებარი პარლამენტარების (ყველა პარტიიდან) მდუმარე თანხმობასვე, რომ ფაშისტი გესტაპო თუ რაღაც ამდაგვარი ვარ, დამფრთხალი ზოგიერთი თანამებრძოლის და საქმეებში გვერდით მდგომების გაფაციცებულ თვალებსაც ვხედავ, ოღონდ ბუნტი ნუ იქნებას მზერით, აქეთა ფლანგზე ვითომ ლიბერალური ბაბლების ვიწრო ფიქრებსაც, რომლებიც ისეთივე წარმატებით გამოგჭრიან ყელს, აქეთ ფაშისტებს რომ ეძახიან, იმათ გაუჭირდებათ. დუმს უფლებადაცველთა დიდი ნაწილია, ეტყობა საკმარისად ძლიერი ვგონივართ, რომ ამ ომს თითქმის მარტომყოფი მოვიგებ. თუმცა რატომ მარტო? განა უმადური ვარ – მეგობრებსაც ვხედავ, ხმალამოღებულები რომ მიცავენ და რაც მთავარია, ათიათასობით უცხო ადამიანს, რომლებიც მხოლოდ სიყვარულს მიზიარებენ და მამხნევებენ ამ საშინელ მანქანასთან პირისპირ მდგომს. ყველამ ხომ იცის, ცილისმწამებელმა, ძველმაც და ახალმაც, დღევანდელმა და ხვალინდელმაც, გულში მაინც ხომ იცის, რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ კარგის კეთებას ვცდილობდი და თუ ვინმესთვის რამე დამიშავებია – უნებლიედ. თუმცა ცხოვრება სამართლიანობის პრინციპის ძნელად ეფუძნება. თავის მოკვლა გაითამაშაო, ეტყობა რაღაც კომპრომატი აქვთო. რომელიმე მხარეს რომ ჩემზე რამე რეალური კომპრომატის მსგავსი ჰქონდეს, ამდენი ხანი, სულ მცირე, საკუთარ თამაშში არ ჩამრთავდა? ჩამრთავდა. ამასაც აისხლიტავთ. აისხლიტეთ.
მე თუ ქვეყნისთვის საზოგადოდ მნიშვნელოვანი ამბავი არ არის, არ ვერევი, შეიძლება ეს ჩემი ნაკლია კიდეც, მაგრამ ასეა. ამ ორი კვირის მანძილზე კი ჩემეული აქტიურობა, ჩამონათვალში ასე ერთი შეხედვით ეჭვშეუვალ (თითქმის), ბანალურ ჭეშმარიტებებად მოსჩანს.
1) ვთქვი, რომ საქართველო ევროპაა და ამის გადახედვა არ გამოვა.
2) ვთქვი, რომ ამ კანონის მიღება არ არის კარგი, რომ მტერს ახარებს და მოყვარეს წყინს.
3) რომ სტიპენდიას ვუნიშნავ (და არა გმირობას ვანიჭებ) ერთ ახალგაზრდას, რომელიც შესანიშნავი სპორტსმენია, განათლებული და გულანთებული მოქალაქე.
4) ვთქვი, რომ ჩემი მეგობარი დღეს კინაღამ მოკვდა და ამის მიზეზი არის ცილისწამებების დიდი და დაუნდობელი დელტა. რომ ეს უნდა შეწყდეს!
5) ვთქვი, რომ ხელი მაინც ყველას უნდა გავუწოდოთ!
ვთქვი და ყოველთვის ვიტყვი. თავს არ ვიმართლებ – ამაყი ვარ.
.
და ამის პასუხად მივიღე საშინელი ტალახი. მეორე მხარეს რატომ არ იცავო? მეორე მხარეს, მეგობრებო, სახელმწიფო დგას, დასჯის უზარმაზარი ბერკეტით. მწერლის და მოქალაქის ვალია, იდგეს სახელმწიფოს ოპოზიციად და ეს ხელისუფალს უნდა ახარებდეს, თუ შეფხიზლებისგან უკეთეს შედეგს იგრძნობს.
ახლა საოცრად მშვიდად ვარ. გასაკვირად მშვიდად. შეიძლება იმიტომ, რომ თქვენმა წერილებმა (ათასობითაა – მართლა. ყოველ წამს მოდის და მოდის) დიდი ძალა მომცა. ამ ძალის განცდით დავიძინებ. მშვიდობიანი ღამე ყველას – მტერსაც და მყვარებელსაც. თქვენი
გიორგი კეკელიძე“
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved