• რეკლამა
  • კონტაქტი
18:09, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება – დავით ნარმანია

ალია ავტორი - ალია
16:25 03-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,594

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრა.

„წელს, პირველად იმართება 6 უწყების ერთობლივი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მომხმარებელთა ერთიანი ინფორმირება. უნდა აღინიშნოს, რომ სემეკი, ენერგოომბუდსმენთან ერთად 2014 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავს 15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, სხვადასხვა ღონისძიებებით. სემეკის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა მომხმარებელთა უფლებების დაცვას როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელების კუთხით. სემეკის სლოგანი – „როცა ბალანსი დაცულია“ სრულად ასახავს სემეკის საქმიანობის პრინციპს. შემუშავებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. მომხმარებელსა და კომპანიებს შორის სადავო საკითხების მარტივი განხილვის პროცედურები უზრუნველყოფისათვის, სემეკში 2014 წელს ჩამოყალიბდა მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი, სადაც დღემდე შემოვიდა 20 ათასამდე განცხადება/საჩივარი. სემეკმა მიიღო 10 ათასზე მეტი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელთა უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა, სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება. გარდა ამისა, სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემულია 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია.

2019 წელს სემეკს მიენიჭა ISO 9001-2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია მომხმარებელზე ორიენტაცია. კომუნალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა არაერთი პროექტი. მათ შორის, აღსანიშნავია სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც კომუნალური სერვისების მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ერთიანად, იუსტიციის სახლებში. დავნერგეთ *303#-ის სატელეფონო მომსახურება. ამ სერვისის საშუალებით, შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება და კომპანიებისთვის მიმართვა. დღემდე, *303#-ის მომსახურებით 1 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. დავნერგეთ დავების გამარტივებული განხილვის წესი. საკითხის დროულად გადაჭრის მიზნით, მარტივი დავისას გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარო სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მომხმარებლის ერთიან პორტალზე, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში მიაწვდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებულ ყველა სერვისს“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.

13-17 მარტს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და სემეკის, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები სექტორულად

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.

თეგები: დავით ნარმანიაროცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved