• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეცნიერებმა ღამურებში ექვსი ახალი, უცნობი კორონავირუსი აღმოაჩინეს

ალია ავტორი - ალია
14:28 04-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

მიანმარში, სმიტსონის ჯანდაცვის გლობალური პროგრამის მკვლევრებმა ღამურებში ექვსი ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ვირუსები მსოფლიოში სადმე დააფიქსირეს. სხვა სახეობებზე გადადების შესაძლებლობას და შესაბამისად, რისკებს ადამიანთა ჯანმრთელობისადმი, სამომავლო კვლევები შეაფასებს. კვლევის ავტორთა განცხადებით, ახლად აღმოჩენილი კორონავირუსები დაკავშირებული არ არის მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS CoV-1), ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) და COVID-19-ის (SARS-CoV-2) გამომწვევ კორონავირუსებთან.

კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა და სამეცნიერო საზოგადოებას დაეხმარება ღამურებში არსებული კორონავირუსების მრავალფეროვნების შესწავლაში, გამოვლენასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საშიში ინფექციური დაავადებების პრევენციაში; ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც COVID-19-ის პანდემია მიმდინარეობს.

ახალი ვირუსები მეცნიერებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც პროექტ PREDICT-ის ფარგლებში ცხოველებისა და ადამიანების ბიომთვალყურეობას ახორციელებდნენ, რათა უკეთ შეესწავლათ დაავადების ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის გარემოებები.

ჯგუფი კვლევებს ძირითადად აწარმოებს მიანმარის ისეთ ადგილებში, სადაც მიწათსარგებლობითა და განვითარებით გამოწვეული ცვლილებების გამო ადამიანებს ადგილობრივ ველურ ბუნებასთან უფრო ახლო კონტაქტი აქვთ. 2016-2018 წლებში ასეთ ზონებში მათ ღამურების ნერწყვისა და ფეკალიების 750-ზე მეტი ნიმუში შეაგროვეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ღამურებში წარმოდგენილია ათასობით კორონავირუსი, რომელთა უმრავლესობაც ჯერ აღმოჩენილი არ არის.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ნიმუშები გატესტეს და უკვე ცნობილ კორონავირუსებს შეადარეს, პირველად ისტორიაში, გამოავლინეს ექვსი ახალი, აქამდე უცნობი კორონავირუსი. მათ ასევე დააფიქსირეს კორონავირუსი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველგან გვხვდება, მაგრამ მიანმარში ამ დრომდე არ იყო აღმოჩენილი.

კორონავირუსები ადამიანებში მრავალ სხვადასხვა დაავადებას იწვევენ, მათ შორის იყო SARS-ი, MERS-ი და ამჟამინდელი გლობალური პანდემია COVID-19. კვლევის ავტორთა განცხადებით, ახლად აღმოჩენილი კორონავირუსები არ გახლავთ SARS CoV-1-ის, MERS-ის ან SARS-CoV-2-ის ახლო ნათესავები. სხვა ცხოველებსა და ადამიანებში გადასვლის პოტენციალის შესაფასებლად, საჭიროა დამატებითი კვლევები.

კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია 1TV-ს მიერს phys.org-ის მიხედვით

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved