• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უთხრეს პაპუაშვილს ელჩებმა და რა გაიგო პარლამენტის თავმჯდომარემ ნათქვამიდან – დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:43 03-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,162

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:

“ამ წამს დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მე თან მახლდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი, ვინც თბილისში მდებარეობს. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ვიყავით დაპატიჟებული, რათა აზრები გაგვეცვალა “უცხოური აგენტების” შესახებ ინიციატივაზე…

აზრების ძალიან გულწრფელი, ღია გაცვლა გვქონდა თავმჯდომარესთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან, დეტალებში ღრმად შესვლით.

მარტივი დისკუსია არ იყო. ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ეს ინიციატივა 12-დან როგორც მინიმუმ 2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლებიც საქართველოს წინა წლის ივნისში გადაეცა. თავმჯდომარის მხრიდან ამ კანონის მიღების საჭიროების შესახებ არგუმენტები მოვისმინეთ.

საუბარი გაგრძელდება. როგორც მესმის, ეს კანონპროექტიც კი არ არის, მხოლოდ ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრივ, ძალიან ახლოდან დავაკვირდებით როგორ განვითარდება ეს ინიციატივა და იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა”

 

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

“როდესაც საუბარია ამ ინიციატივაზე, ამ კანონზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ზრუნვის თუ წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დასახელებებს შეეხება. არც გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე და არც დღეს, რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, არ ყოფილა. პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება. კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს“.

თეგები: პაველ ჰერჩინსკიშალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved