• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ” – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:04 03-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

 

„გვესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ თავად დისკუსიის სტიგმატიზება ხდება. ფაქტია, უკვე, მას შემდეგ, რაც ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, ამ კანონსაც კი დაარქვეს არაამერიკული და რუსული. უკვე აბსურდამდე მიდის დისკუსია. გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ სტიგმატიზების დიდი ტალღაა, ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას და ვფიქრობ, სწორედ აქ არის ურთიერთგაგება. აქტორებთან დაკავშირებით, მათ მიმართ, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს უფლება რეალიზდეს, ამიტომ ჩვენ ამ საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიაში გავაგზავნით ორივე კანონპროექტს და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო, რომ სხვა მსჯელობაც იყოს.

მე იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ თავად დისკუსიის სტიგმატიზება და ტაბუირება მოახდინოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, პირიქით აჩვენებს, რომ ისინი არიან აქტიური ამ საკითხში.

როდესაც საუბარია ამ ინიციატივაზე, ამ კანონზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ზრუნვის თუ წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დასახელებებს შეეხება. არც გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე და არც დღეს, რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, არ ყოფილა. პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება. კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს“.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის თაობაზე“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, შეხვდა.

 

 

ალკოჰოლი, ძვირადღირებული ყავა და ბოლო მოდელის iphone-ბი – თავდაცვის სამინისტროს “ვნებები”

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved