• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,აფხაზეთი გავცვალოთ ნატოშიო, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ” – დავით ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:45 03-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,895

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ხათუნა სამნიძის ,,რეაქციაში” გაკეთებულ  განცხადებაზე:

,,ახლა ინგა გრიგოლიას ეთერში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გაიხსენა, 2014 წლის მაისში რომ მითხრა ბიძინა ივანიშვილმა, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე ანტირუსული გამოსვლების გამო პუტინს ბოდიში შევუთვალეო. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ინფორმაციამ. აქამდე რატომ არ ამბობდითო, იკითხა ინგამ.

რამდენიმე წლის წინ ემა ტუხიაშვილთან გავიხსენე ეს საუბარი პალიტრის ეთერში. სხვა ამბებიც გამიხსენებია საჯაროდ – მაგალითად, აფხაზეთი გავცვალოთ ნატოშიო, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ. არ იცვლება თქო, მკაფიოდ ვუპასუხეთ. აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმს დავპირდეთ საჯაროდ აფხაზებსო – ესეც დავუბლოკეთ რესპუბლიკელებმა. ამაზეც მილაპარაკია საჯაროდ.

გასაგებია, რომ ყველა გაჟღერებული ამბავი სხვადასხვა ეთერში, სოციალურ სივრცეში თუ მიტინგზე საყოველთაო ინტერესის საგანი არ/ ვერ ხდება.

მთავარი პრობლემა ის კი არაა, როდის რა გაჟღერდა და რა დოზით, არამედ ის, რომ ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება როდის და როგორ მოხერხდა (თუ ვერ მოხერხდა).

თავდემების და რესპების მნიშვნელოვანი წვლილია იმაში, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ და გზა გაგვეხსნა ვიზალიბერალიზაციისკენ. 2014-ის ნოემბრიდან, ირაკლი ალასანიას პარტიის ოპოზიციაში გადასვლის მერე, ორივე პარტიის ტვირთის ზიდვა კოალიციაში დარჩენილ რესპებს მოგვიხდა. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში უნდა წავსულიყავით 2014- ის ზაფხულში/ შემოდგომაზე. პარტიის გაყოფას კოალიციაში გაძლიერება ვამჯობინეთ ორივე ფრთამ – კოალიციის გაუმჯობესების მომხრეებმაც და ოპოზიციაში წასვლის მოსურნეებმაც ( სამწუხაროდ, ინტელექტუალური შეცდომა მოგვივიდა – პარტიაც გაიყო და ორივე ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა გაცილებით დასუსტებულები). ისიც აღსანიშნავია,რომ 2015- 2016 წლებში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის როლი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელო ნამდვილად არ იყო. ბიძინა მისი ხედვების რეალიზებას ამ მიმართულებით ვერ ახერხებდა.

ბიძინას ხელისუფლება პრობლემური იყო თავიდანვე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და საშიში გახდა მისი ერთმმართველობის დროს. 2016- 2020 წლები დასავლური სვლის შეფერხება/ შეჩერება იყო. 2020/2021 წწ- ში არჩევნების მიტაცება უკვე სახელმწიფოებრიობის კრიზისს ქმნიდა. 2022- ის 24 თებერვლიდან კი ეს ხელისუფლება დასავლური არჩევანის წართმევით რეალურად ემუქრება საქართველოს.

” მაინც წინ მივალ, მაინცა…”

უკრაინის გამარჯვება და დასავლეთის მიერ რუსეთის მინგრევა ძალიან რეალური მგონია. და ამ საგარეო მხარდამჭერი ფაქტორის გამოყენებით ქართული დემოკრატიის ინსტიტუციებიც – პოლიტიკა, მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ. შეძლებს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას.

ეთერში არ დავდივარ რამდენიმე თვეა და ერთხანს კვლავ ვაპირებ ჩემგან მაყურებლის დასვენებას. ბევრი მირეკავს და მწერს – ჟურნალისტებს გთხოვთ, კვლავ გაგებით მოეკიდოთ ჩემს ამ გადაწყვეტილებას.

ყველაფერი იქნება უკეთ.”

ივანიშვილმა, დათო ბერძენიშვილს უთხრა, ისეთი მწვავე იყო ევროსაბჭოში თქვენი გამოსვლები, იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო – ხათუნა სამნიძე

თეგები: დავით ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

როგორ მოვაგვაროთ გაჭედილი კანალიზაციის პრობლემა და მოვახდინოთ მისი პრევენცია

15:58 06-25-2025
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
ახალი ამბები

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

15:30 06-25-2025
თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია
ახალი ამბები

თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია

14:55 06-25-2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
ახალი ამბები

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

13:38 06-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved