• რეკლამა
  • კონტაქტი
07:22, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ატყუებს სააკაშვილს? – “მიშას ვეუბნები მწარე სიმართლეს” – ბობოხიძე

ალია ავტორი - ალია
21:15 02-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,034

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსთან” მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, ამბობს::

„მაშინაც კი, როცა მისი პარტია არ იყო მის გვერდში, ჩვენ ვიდექით მის გვერდში და პირველი განცხადებები მიშას დაკავებასთან დაკავშირებით რომ წამოვიდა დასავლეთიდან, იყო „ევროპული საქართველოს“ ინიცირებული. ჩვენ ვეხმიანებოდით ყველას და ვეუბნებოდით, რომ ცუდი პროცესები შეიძლება დაიწყოს. მისი პარტია მიშას ტაშს უკრავდა, როდესაც ის იწყებდა ჯანმრთელობისთვის მძიმე შიმშილობას, ამბობდნენ, საკმარისია, მიშა ცუდად გახდეს და გაგიჟებული ერი გამოვარდება ქუჩაში. კი მაგრამ მამაცხონებულო, მაინც და მაინც ცუდად უნდა გახდეს?

სოლიდარულები მის მიმართ დღესაც ვართ, ოღონდ, ვინც დღეს ეუბნება, რომ ხვალ ხალხმრავალი მიტინგი იქნება და არ დაიშლება, იტყუება, ვერ ვხედავ ამ განწყობას. ამიტომ, როცა მეკითხებიან შევუერთდები თუ არა აქციას, ამას წინათ პასუხი გავეცი, რომ მეშვიდე დღეს შევუერთდები ხალხმრავალ აქციას. თუ შვიდი დღის გაძლებას არ აპირებ, თუ მეორე დღესვე იშლები, მაშინ გამაგებინეთ, რატომ ითხოვ ასე სასოწარკვეთით შემოერთებას, ერთდღიან მიტინგს ერთი კაცით მეტი ეყოლება თუ ნაკლები რა მნიშვნელობა აქვს. მიტინგის ზომას მნიშვნელობა აქვს, როცა ამბობ, რომ ახლა იწყებ ისეთ რაღაცას, რომელსაც გამარჯვებამდე მიიყვან და მანამდე არ გაჩერდები. თუ მეშვიდე დღეს იქ არ დამხვდი, მაშინ მართალი ვყოფილვარ, რომ ამ მოქმედებას აკეთებ, როგორც “მოქმედებას მოქმედებისთვის”.

მე სოლიდარობას იმაში გამოვხატავ, რომ მიშას ვეუბნები იმ მწარე სიმართლეს, რა რეალობაშიც დღეს ვართ. მან უნდა გაუძლოს, თავის ჯანმრთელობას რამენაირად თვითონ უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელზედაც დასავლეთი მოქმედებს, გადალახეს ეგ ზღვარი უკვე, იყო დრო, როდესაც დასავლეთის აზრს კიდევ ითვალისწინებდნენ, აღარ ითვალისწინებენ უკვე.

ის ადამიანები, ვინც მიშას დახსნას ითხოვს დღეს, რატომღაც პასუხისმგებლობას მე მაკისრებენ და არა იმ ადამიანებს, ვინც ასობით ათასი ადამიანის დახვედრას ჰპირდებოდა. იმათ მოსთხოვონ პასუხი. რატომ არ სთხოვენ იცით? ისინი დღესაც „მიშა, მიშას“ იძახიან და ამ „მიშა, მიშას“ ძახილში უფსკრულში მიაქანებენ მიშასაც და რაც უფრო ცუდია, ქვეყანას“

თეგები: აკაკი ბობოხიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved