• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესებუას დაკავებისას იარაღი, რუსული რუბლი და თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი აღმოაჩნდა – პროკურატურა

ალია ავტორი - ალია
20:35 02-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ  ძებნილ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი პირი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

მათივე ცნობით, ბრალდებულს დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ  2020 წლის 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებულს  2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი),  სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

​რაც შეეხება „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეს, სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

თეგები: ბადრი ესებუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved