• რეკლამა
  • კონტაქტი
22:06, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უპირატესობა აქვს რუსეთს, ბოლო ერთი კვირაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსეთმა” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:29 02-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,491

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველ არხთან, ამბობს:

„ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც ადასტურებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ასევე, უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო ერთი კვირა, ორი კვირა რომ ავიღოთ, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80 პროცენტი, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80 პროცენტი. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ბოლო ორი კვირის მოცემულობაა, რომ დასახლებულ პუნქტებს იღებს რუსეთი. ამიტომ ვამბობთ, რომ ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ამის უკან ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც ობიექტური ინტერესი არსებობდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე ამას ვერ გავაკეთებთ. დავარქვათ გლობალური ომის პარტია, ვიცით ჩვენ ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მარგამ ამას ბოლომდე თავის სახელს არ დავარქმევთ. სწორედ იმიტომ ვამბობთ გლობალური ომის პარტიას, რომ არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს.

გუშინწინ ამბობდნენ, რომ სოხუმში და ცხინვალში უნდა შევსულიყავთ. რა სისულელეა საერთოდ, სრული აბსურდია. არსებობს კონკრეტული ინტერესი მეორე ფრონტის გახსნის, რათა რუსეთს დუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა, და ბუნებრივია, ამას გამოიწვევს. ჩვენ გვყავს 25 000 კარგად გაწვრთნილი სამხედრო, 100-მდე ტანკი, მოიერიშე ორი თვითმფრინავი და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს რესურსი, რომ ჩვენ დავუმძიმოთ რუსეთს ვითარება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე. ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინტერესი, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ. ამიტომ გავყვებით ამ ინტერესს“,

წყარო – პირველი არხი

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved