• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალა მორევაზეა” – ლევან ხაბეიშვილი და გიორგი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
20:01 02-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,693

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, “ფორმულასთან”, ჟურნალისტ, გიორგი თარგამაძის კითხვების პასუხად, ამბობს:

ლევან ხაბეიშვილი:

–მე ვამბობ, რომ თუ მიშას გაუშვებენ, ნაციონალური მოძრაობა მზად იქნება ყველაფერი დაუთმოს, თუ მიშას გაუშვებენ, გამოვალთ პარლამენტიდან, პირობითად ვამბობ. თუ ვინმე იტყვის, გადით პარლამენტიდან, თვალით არ დაგვენახოთ, გგონიათ, რომ იქ ვინმე მანდატს ჩაებღაუჭება?

თუ შედეგზე ვერ გავდივართ, რამაც უნდა უზრუნველჰყოს მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მაშინ შედეგი დავაყენოთ ის, რომ 12 პუნქტზე ისევ ჩვენ მოგვიტრიალდნენ და ქართულმა ოცნებამ თქვას, აი, იმიტომ ვერ შევდივართ ევროკავშირში, რომ ესენი არიან დესტრუქციულები? და იგივე ჩვენ ევროპელ კოლეგებთან გავიჩინოთ პრობლემები? ეს ხომ არასერიოზული იქნება? თუ მიშას სიცოცხლე დევს სასწორზე საკრებულოც წყალსაც წაუღია… ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს ქვეყანაში, 30 წელი გავიდა და ჯერ კიდევ მოუშუშებელია ქვეყანაში.. ის რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეთ და ადამიანი არ მოკვდეს ციხეში, სირცხვილი არ ჭამოს მსოფლიო მასშტაბით.. რა საკრებულო და ამაზე რომ იყოს დამოკიდებული, არავინ არ ილაპარაკებდა არც იმ საკრებულოზე, არც პარლამენტზე, მართლა არც ოფისზე, სადმე რამე თუ გვაქს, მივცემდით ყველაფერს, ოღონდ მიშა გაუშვან. მაგრამ ეს ხომ ვიცით, რომ არ ხდება, ამიტომ ჩვენი გეგმა ეგ კი არ არის, ჩვენი გეგმა არის მოქმედება, ბრძოლა და თუ საჭირო გახდა, კინწისკვრით გამოყრა კობახიძეების და ვოსლკების პარლამენტიდან და თავისნაირების, კრიმინალების და სიძულვილის ენით რომ საუბრობენ საკრებულოებიდანაც.

გიორგი თარგამაძე:

–ძალა მორევაზეა, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალადობაზე არ ვლაპარაკობთ, მკაფიოდ ვთქვათ, პოლიტიკურ კუნთებს სჭირდება გამომუშავება.

ლევან ხაბეიშვილი:

–უტრირებულად ვამბობ, ომში ვერ წახვალ, თუ ჯარი არ გყავს, თუ ჯარი დაქსასულია, არ აქვს შეიარაღება, როგორ შეიძლება ომში/აქტიურობაში შეხვიდე, როცა ოფისების 90 პროცენტი დაიხურა უბრალოდ. კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. სასამართლო პროცესის ბოლოს, ჩვენ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად მზად.

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved