• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მყვირალა, არაფრის გამკეთებელმა, ყველაზე რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:47 01-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” ნაციონალური მოძრაობის შიდაარჩევნებზე საუბრისას, განაცხადა:

 

„არჩევნები როგორც არ უნდა დასრულებულიყო ელექტორალური თვალსაზრისით, პარტიაში პრობლემა უკვე არის. ამ თვალსაზრისით, პარტია უკვე გაიყო. შეიძლება ფორმალურად პარტიის გახლეჩა არ დაფიქსირდეს, მაგრამ დაპირისპირება იმდენად მწვავე ხასიათს ატარებს, რომ ელექტორალურად ის უკვე გაყოფილია.

რაც შეეხება პერსპექტივას – ეს არის ის სცენარი, რომელიც ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან ხელისუფლებამ მთელი ამ 10 წლის განმავლობაში ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალიზმზე, დაპირისპირებაზე, მტრის ხატის ხატვაზე და რეალურად მივიღეთ სურათი, როდესაც ყველაზე მყვირალა და სინამდვილეში არაფრის გამკეთებელმა, ყველაზე რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, რაც ხელისუფლების ინტერესებშია, ანუ ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და როგორც ჩანს, მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა.

რაც შეეხება სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს პროცესი რაც ხდება, სასარგებლოა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენა, როგორც ბოროტების ღერძად, მეორე პოლუსად ხელისუფლებას გაუჭირდება, საკმაოდ დასუსტდა ეს არგუმენტი. ელექტორალური გაყოფა გამოიწვევს იმას, რომ ორპოლუსიანობის ფორმირება ხელისუფლებას სამომავლოდ გაუჭირდება და ეს კიდევ მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით, საქართველოსთვის, ჩემი აზრით, კარგია“

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved