• რეკლამა
  • კონტაქტი
23:28, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2019 წლის 20 ივნისს შესაბამისად მოვიქეცი… 14 ოქტომბერს თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ხალხს დაძრავდა საზარბაზნე ხორცად…” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
03:14 01-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ტელეკომპანია “ფორმულასთან” პასუხობს ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის კითხვებს და 14 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას, ამბობს, რომ მათგან, ვინც 14 ოქტომბერს ქუჩაში გამოსული ხალხის დაშლაში ადანაშაულებენ, არ მოუსმენია ალტერნატივა, რას გააკეთებდნენ მის ადგილას.

ნიკა მელია: 

-დღემდე მოგისმენიათ რომელიმესგან, რას გააკეთებდნენ ჩემ ადგილას 14 ოქტომბერს? არა, არ არსებობს, მათ არ ჰქონიათ არც გეგმა, არც სურვილი, არც წინააღმდეგობა.

გიორგი თარგამაძე:

-ბატონი მუმლაძისგან მომისმენია, მას უთქვამს რომ ეს ხალხი არ უნდა დაშლილიყო, რომ უნდა დაწყებულიყო აქტიური პიკეტირება და სხვა შემაწუხებელი აქციები და ივანიშვილი იძულებული გაეხადათ მიეღო გადაწყვეტილება.

ნიკა მელია: 

-არამერტო ეს ბატონი, მეორე კანდიდატიც ბევრჯერ ახსენებს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში ხალხს აღმა-დაღმა აღარ წაიყვანს და აღარ დაშლის. დიდი გამოცდილება დამიგროვდა საპროტესტო აქციების ორგანიზების. მაქვს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა. მე როდესაც ვგრძნობდი, რისკის გაწევა იყო გამართლებული, ვინაიდან ვხედავდი წარმატების შანსს ვერაგი მტრის წინააღმდეგ, 2019 წლის 20 ივნისს შესაბამისად მოვიქეცი და საკუთარი რისკის ფასად და ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის რისკის ფასადაც მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც არ იყო ადვილი, ის პოლიტიკური განცხადება მაქვს მხედველეობაში, რომელიც მე გავაკეთე. 14 ოქტომბერს სხვა რეალობა იყო და არ ვნანობ იმას, რაც მე გავაკეთე და თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ 14 ოქტომბერს ჩემ ადგილზე ყოფნისას, ხალხს დაძრავდა საზარბაზნე ხორცად რომელიმე ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით და იქ ის წარმატებას მიაღწევდა, დარწმუნებული ვარ, ამ შეცდომას არ დავუშვებდით და არ დავუშვით, თუ ჩვენ ამ შეცდომას დავუშვებდით, დღეს ის თეორიული შანსი, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გადაყვანის, დაკარგული იქნებოდა. მე ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, უბრალოდ, მიკვირს, რატომ გაახსენდათ ეს ამ ადამიანებს 9 ნოემბერს? ადამიანებს, რომლებიც პარტიულ თანამდებობებზე არიან, მოქმედი პარლამენტის წევრები არიან.

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved