• რეკლამა
  • კონტაქტი
14:31, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეტყვი, გადმოდი, მე დავჯდები საჭესთან…”; “ხოდა, ვუთხარი…” – ხაბეიშვილი და გრიგოლია

ალია ავტორი - ალია
02:11 01-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,206

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს და ეხმაურება, ნიკა მელიას ბრიფინგსაც, რა დროსაც, მელიამ, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივნად გიორგი კირთაძე დაასახელა.

ლევან ხაბეიშვილი:

-პატივს ვცემ გიორგის, დარწმუნებული ვარ, რუსი ოლიგარქის წინააღმდგე, ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოლებთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იგივე ნიკა არის ადამიანი, რომელმაც აჭარაში ლამის მოკვეთა ლევან ვარშალომიძე და მთავარ მტრად გამოაცხადა, მათ შორის, შიდაპარტიულ არჩევნებში. 2022 წლის მარტიდან მოყოლებული ვიცით რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმედ, გამახსენეთ ნიკა მელიას ამ პერიოდში თუ ქონდა რაიმე აქტიობა? რაც არჩევნები გამოცხადდა პარტიაში, მას შემდეგ გააქტიურდა ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის თემით. აიღეთ ნოემბერ-დეკემბრის ნიკას გამოსვლები, რამდენჯერ ახსენებს მიხეილ სააკაშვილს და მერე გადაახვიდეთ, ნახეთ ოქტომბერი, აგვისტო, ივლისი, როცა პარტიას საღათს ძილით ეძინა, 50 მდე ოფისია დახურული. აპოკალიფსი დახატეთ, თურმე, ქართულ ოცნებას უხარია, ქართულ ოცნებას როგორ უხარია, როცა 44 000 ადამიანია უკვე დარეგისტრირებული?

ინგა გრიგოლია:

-ბევრია ეგ?

ლევან ხაბეიშვილი:

-ქალბატონო ინგა, დიახ, ძალიან ბევრია, წინა შიდა არჩევნებში იცით რამდენმა მიიღო მონაწილეობა?

ინგა გრიგოლია:

-არ ვიცი, რამდენმა

ლევან ხაბეიშვილი:

-20 000-მა და დღეს უკვე ორნახევარჯერ მეტია ლამის დარეგისტრირებული. თქვენ ამბობთ რა დროს არჩევნებია, ჩვენი ამომრჩეველი რეგისტრირდება. ცვლილებების ქარიშხალია ნაციონალურ მოძრაობაში, ჩვენი ამომრჩეველი ითხოვს ცვლილებებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ითხოვს უძრაობას, ამას არჩევნების შედეგი აჩვენებს.  ქართული ოცნება ამაზე ნამდვილად ვერ იცინის. გეგონება ეროვნული არჩევნები იყოს, ასე უყურებენ.

ინგა გრიგოლია:

-თქვენც ასე აყენებთ, ორივე მხარე პარტიაში. მეც ხანდახან განცდა მაქვს, რომ დიდი ეროვნული არჩევნებია.

ლევან ხაბეიშვილი:

-ქართული ოცნება უყურებს ამას როგორც ეროვნულ არჩევნებს და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად იციან, ნაციონალური მოძრაობა განსაზღვრავს პოლიტიკურ დღის წესრიგს და დამოკიდებულია როგორი მესაჭე ეყოლება. მილიონჯერ დაისვა ეს შეკითხვა და მარტივი მაგალითი რომ ვთქვა, ავტომობილში რომ ვისხდეთ ოთხი მგზავრი და საჭესთან ვიჯდე მე, რაც არ უნდა კარგი მძღოლი იყოთ და მირჩიოთ გვერდიდან, საჭესთან ვზივარ მე, ან წავალ ავტობანით, ან მეორეხარისხოვანი გზით. მესაჭეა მთავარი.

ინგა გრიგოლია:

-არა, რატომ, მე შემოგიძახებ, ლევან, ვერ მართავ საჭეს და მე ვიმოქმედებ, გეტყვი, გადმოდი, მე დავჯდები საჭესთან…

ლევან ხაბეიშვილი:

-ხოდა, ვუთხარი…

ინგა გრიგოლია:

-არა, არა, არა, ამდენი ხანი, ვიდრე არ გამოჩნდა მსხვილი ფიგურების საცეცები, ამდენი ხანი მსგავსი არაფერი მოგვისმენია. ეაქტიურათ, კაცო, გიორგი ბოტკოველი, დათო კიკიტაძე, პეტრე, თქვენ… პარტიას თუ ეძინა…

ლევან ხაბეიშვილი:

-50 ოფისი დაიხურა რეგიონებში, ეს ნორმალურია? პარტიის თავმჯდომარე უნდა ხურავდეს რეგიონალურ ოფისებს? და დღეს რომ ჩავდივარ ოჯახებში ვხვდები ადამიანებს, იმიტომ რომ ოფისები არ გვაქვს?

ინგა გრიგოლია:

-იქნებ ფინანსური კრიზისია?

ლევან ხაბეიშვილი:

-ფინანსური კრიზისი როგორ არის, როცა ფეისბუქ რეკლამაში ნახევარი მილიონი ლარი იხარჯება? ეს არის ფინანსური კრიზისი? სულელები ხომ არ ვართ, ეს ხომ საჯაროა. გასაჯაროებულია, რომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტია  დახარჯული. პრობლემაა, როცა ოფისები იხურება, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არ არის ნომერ პირველი. წარმოგიდგენიათ, მე რომ ვთქვა, რომ ძმები ახალაიების მხარს უჭერენ ნიკა მელიას და ეს ცუდ კონტექტსში მოვიხსენიო?

ინგა გრიგოლია:

-კომპრომატია ეს თქვენთვის?

ლევან ხაბეიშვილი:

-არა, როგორ გეკადრებათ? ეგ ვთქვი? პირიქით, იმას ვამბობ, ეს სწორი იქნებათქო? ეს ხომ იქნება ცუდი საქციელი? იგივეს აკეთებენ.

თეგები: ლევან ხაბეიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved