• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეყვარებული ვარ ბოკერიაზე, მიყვარს და ვნერვიულობ”; “ბოკერიას მხარეს იყო ნიკა მელია” – გრიგოლია და ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:41 01-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,789

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, “ტვ პირველთან” პასუხობს ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს. ინტერვიუს მსვლელობისას, ინგა გრიგოლიამ მას გაახსენა 2016 წლის განცხადებები, როცა ლევან ხაბეიშვილი აკრიტიკებდა ნაციონალურ მოძრაობას (იმ პერიოდში, რამდენიმე თვით მას დატოვებული ჰქონდა პარტია) და დავით კეზერაშვილს კრიმინალს ეძახდა.

ლევან ხაბეიშვილი:

-რამდენიც გინდათ მაჩვენეთ, 2016 წელია, პარტიაში არ ვიყავი იმიტომ, რომ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ართმევდა მიშა სააკაშვილს პარტიას.

ინგა გრიგოლია:

-კარგით ახლა

ლევან ხაბეიშვილი:

-რა კარგით ახლა, რა კარგით ახლა…

ინგა გრიგოლია:

-რაღაცა… ჩერგოლეიშვილი და ბოკერია რა შუაშია დღევანდელობასთან?

ლევან ხაბეიშვილი:

-რა დღევანდელობასთან, 2016 წლის ვიდეოს ხომ მაჩვენებ?

ინგა გრიგოლია:

-პარტიიდან შეიძლება წასულიყავით ჩერგოლეიშვილის გამო? აბსურდია.

ლევან ხაბეიშვილი:

-მაპასუხებინე…

ინგა გრიგოლია:

-იმავე ვიდეოში, სადაც ჩერგოლეიშვილზე და ბოკერიაზე საუბრობდით, კეზერაშვილზე საოცრებებს ამბობდით.

ლევან ხაბეიშვილი:

-კეზერაშვილზე თქვენ ნუ ნერვიულობთ, მე და კეზერაშვილი თავად მოვგვარდებით

ინგა გრიგოლია:

-მე არ ვნერვიულობ, უბრალოდ გახსენებთ რა გაქვთ ნათქვამი… ნიკა მელიას იმას უწუნებთ, თქვა, მიშა ჩემი მეგობარი არ არისო და კეზერაშვილზე წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებდით.

ლევან ხაბეიშვილი:

-ახლა ცდილობთ კონტექსტი შეცვალოთ, თქვენ ხომ თქვით ახლა რა შუაში ჩერგოლეიშვილი და ბოკერიაო? ეს რომელი წელია?

ინგა გრიგოლია:

-2016

ლევან ხაბეიშვილი:

-2016 წლის არჩევნების შემდეგ, ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გუნდი გავიდა თუ არა ნაციონალური მოძრაობიდან?

ინგა გრიგოლია:

-მერე?

ლევან ხაბეიშვილი:

-მე ამას წინასწარ ვსაუბრობდი, თუ არა, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გუნდი ართმევს პარტიას და ამოგეღოთ ის ფრაზებიც, კი, ბოკერიაზე და ჩერგოლეიშვილზე ვსაუბრობდი ღიად…

ინგა გრიგოლია:

-და კეზერაშვილი ბიძინას საქმეს აკეთებსო… არა? არ ვაპირებდი ახლა ამის გაშლას…

ლევან ხაბეიშვილი:

-რას არ აპირებდით, მომზადებული იყავით…

ინგა გრიგოლია:

-მომზადებული ვარ მე ყოველთვის. რაღაცა ისეთი უცნაური ტონი დაიჭირეთ…

ლევან ხაბეიშვილი:

-მაპასუხებინეთ უბრალოდ… რა შუაშიაო და 2016 წლის ვიდეო მაჩვენეთ…

ინგა გრიგოლია:

-კარგით ახლა, ლევან, კარგით, ბოკერია მართავდა და ჩერგოლეიშვილი 2016 წელს ნაციონალურ მოძრაობას? თქვენ მაშინ ამბობდით, ეს ხალხი როცა გავიდაო, კეზერაშვილი ამით ივანიშვილის საქმეს აკეთებსო, ატოლებდით მაშინ ერთმანეთს.

ლევან ხაბეიშვილი:

-კი, გაკვირვებული როგორ მეუბნებით… კი, ვფიქრობდი, ევროპული საქართველო როცა გავიდა პარტიიდან და გავიდა 21 ადამიანი, ეს იყო ბიძინას საქმე იყო.

ინგა გრიგოლია:

-და კეზერაშვილი აკეთებდა. მაშინ ახლა მელიას შეუძლია თუ არა თქვას, რომ ის აკეთებს ბიძინას საქმეს, რომ დაიშალოს ნაციონალური მოძრაობა ორ გუნდად.

ლევან ხაბეიშვილი:

-შეიძლება დამასრულებინოთ? მე არ მინდა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. 2016 წელი ხომ არის? ნაციონალ მოძრაობაზე ხომ ვლაპარაკობთ? მაშინ ბოკერია-ჩერგოლეიშვილმა ხომ დაწერა საპარლამენტო სია და 27-დან 21 კაცი ხომ გაიყვანა? რატომ არ მოგწონთ ეს, ვერ გავიგე.

ინგა გრიგოლია:

-რას მეუბნებით ახლა, რომ 2016 წელს ბოკერია და კეზერაშვილი აკონტროლებდნენ ნაციონალურ მოძრაობას? ეს ხალხი კეზერაშვილმა წაიყვანა ბიძინას დავალებითო…

ლევან ხაბეიშვილი:

-2008 წლის განცხადებებიც უნდა გქონდეთ, საინტერესოა…

ინგა გრიგოლია:

-ერთს გკითხავთ და

ლევან ხაბეიშვილი:

-მაპასუხებინეთ…

ინგა გრიგოლია:

-მპასუხობთ, რა გჭირთ? ასეთ რეჟიმში პირველად ხართ ეთერში?

ლევან ხაბეიშვილი:

-2016 წლის ვიდეოს მაჩვენებთ და ბოკერია რა შუაშიაო…

ინგა გრიგოლია:

-ბოკერიაზე ვარ შეყვარებული და გაწყვეტინებთ, იმიტომ რომ მიყვარს და ვნერვიულობ… თქვენ ამბობდით მაშინ, რომ ბიძინა აკეთებინებს ამას კეზერაშვილსო, ახლა შეიუძლია თუ არა ნაციონალური მოძრაობის იმ განაყოფს თქვან, ახლაც ხდება ბიძინასთვის ნაციონალური მოძრაობის დაშლა.

ლევან ხაბეიშვილი:

-2016 წლის განცხადებებზე ახლაც მაგ აზრზე ვარ, 2016 წელს ჩერგოლეიშვილს და ბოკერიას ნაციონალური მოძრაობის დაშლა ქონდა გადაწყვეტილი და ეს უცხო არავისთვისაა. ეს ხალხი პარტიიდან წავიდა. 27-დან 21 დეპუტატი წაიყვანეს და ნაციონალური მოძრაობა 6 დეპუტატის ამარა დარჩა. 2016 წელსვე, ამ ფლანგის მხარეს იყო ნიკა მელია და ეს კარგად იციან პარტიის ლიდერებმაც და გულშემატკივრებმაც. ამის დადასტურება არ გაუჭირდება არავის, რომ ნიკა იყო ბოკერიას გუნდის მომხრე, ლობისტი და მეგობარი. ბოკერიას პარტიაში ვერ ვიქნებოდი, ვერც ახლა ვიქნები. სულ მგონია, რომ იყო მტერი საერთო საქმის. პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ მასთან ერთად პარტიაში ვერ ვიქნები. იმიტომ წავედი თავის დროზე. ბოკერია როგორც კი გავიდა, მაშინვე დავბრუნდი  პარტიაში და ნიკა რომ იძახის, მე მოვიყვანეო, მიშა სააკაშვილთან მქონდა შეხვედრა. ჩემ მეგობარ ირაკლი ნადირაძესთან, ნიკა მელია იყო მისული ერთ ადამიანთან ერთად, იმას არ დავასახელებ, ირაკლის შეუძლია დადასტურება და ცდილობდა დაერწმუნებია, რომ ბოკერიას ფლანგში გადასულიყო. ეს იყო 2016 წელი,

ინგა გრიგოლია:

-ამას ამბობს ადამიანი, ვინც ვაშაძესთან წახვედით?

ლევან ხაბეიშვილი:

-ვაშაძესთან წავედი იმიტომ, რომ ბოკერია ართმევდა მიშას პარტიას და არ მინდოდა ბოკერიას პარტიაში ყოფნა და რა გავაკეთო, მეჩხუბეთ ამაზე…

თეგები: გიგა ბოკერიაინგა გრიგოლიალევან ხაბეიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved