• რეკლამა
  • კონტაქტი
18:31, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლეოს რეაქცია ლეგენდარულია ისევე, როგორც მთელი მისი ცხოვრება“ – ზუკა ბერძენიშვილი ბიძაზე

ალია ავტორი - ალია
15:53 01-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
401
სამოქალაქო აქტივისტი, ლევან ბერძენიშვილის ძმისშვილი, ზუკა ბერძენიშვილი:
„შეიძლება ვარსვლავებს ვერ ვწყვეტთ, მაგრამ სუსის და პოსტივის რიგებშიც ყველაზე მრავალჯერადი გამოყენების იდიოტი რომ მთელი ქვეყნის სახელით ლაპარაკობდეს, მთლად ეგრეც არაა ჩვენი საქმე. ბერიძე ნათიას დამსახურებების არასრული ჩამონათვალი ცოტა ხნის წინაც მოგახსენეთ, როცა სპექტაკლში ბიჭების კოცნა “ვერ მოითმინა” და წელიწადნახევრის შემდეგ “ამოასხა”, ზუსტად მაშინ, როცა ერთ-ერთმა მსახიობმა მთავრობა გააკრიტიკა.
და ახლა მინდა, ჩემი აზრით, მისი სტანდარტებითაც კი გამორჩეული ეპიზოდის შესახებ გიამბოთ ოდნავ უფრო ვრცლად. იმიტომ რომ ქოცობის ეს კონკრეტული ეგზემპლიარი რა დონეებზე ასპარეზობს ამდენი რამის მნახველი თვალისთვისაც კი არ არის ადვილი გასააზრებელი:
როდესაც ორი წლის წინ პოლიციელების ზეწოლის გამო ბავშვმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ყველა იმდენად შეძრული იყო, რომ ის პოლიციელიც კი, ვინც საპროტესტო წარწერის გაკეთებაში მიშლიდა ხელს და თვეების შემდეგ ჩემ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებასაც არ მოერიდა, იმ მომენტში, ყველა მეორე სიტყვაში ბოდიშს იხდიდა და ყველა პოლიციელი ისეთები არ ვართო იმეორებდა.
ამ დროს, ჩართული კამერით მომიახლოვდა და აკანკალებული ხმით მომმართა მაშინ ჩემთვის უცნობმა ადამიანმა, რომელმაც მითხრა რომ ძალიან ეშინოდა თავისი შვილის გამო, აღარ შევალ დეტალებში რა და როგორ, იმიტომ რომ გამოგონილადაც კი დღემდე მაწუხებს რა ტყუილებსაც მაშინ მოთქვამდა, და ამიტომ ცდილობდა ყველასთვის ეთქვა, რომ ფრაზის “ამ ცხოვრების დედაც” გავრცელება შეიძლებოდა პრობლემატური ყოფილიყო. მეც ავუხსენი რომ მესმოდა ამ წუხილის და სწორედ ამიტომ მქონდა იმ წუთასაც არა ზუსტი ციტატა, არამედ “ამ სისტემის დედაც” დაწერილი…
შემდეგ კიდევ სხვა დარდებს ყვებოდა და მეც კარგა ხანი ვცდილობდი მის დამშვიდებას და რჩევების მიცემას შვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ის კი ტირილ-ტირილით ვიღაც ჩემთვის უცნობ აქტივისტებთან მიმართებულ რაღაც გაუგებარ პრეტენზიებს მიყენებდა შიგადაშიგ. 1%-იც რომ ყოფილიყო მისი გულწრფელობის შანსი, ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე დატროლვის “საფრთხე”.
მაგრამ, ის 100%ით ნათია ბერიძე აღმოჩნდა, ხანდახან რომ ზოგიერთ ქოცსაც კი აბნევს ხოლმე თავისი უსაზღვროებით, ისეთი. რომელიც, მაშინ, იმ დღეს გარდაცვლილი ბავშვის გამო დაზაფრულ და შეშინებულ დედას თამაშობდა არ ვიცი ვისგან რისი გამორჩენის მიზნით…
და შემდეგ სხვადასხვა დროს ხან პანდემიაში გაქანცულ ექთნად მოგვევლინა, ხან პროკურატურის ოქროს მოწმედ, ხან ერეკლეს მორიგ შვილიშვილად და ძირითადად კი, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, რამიშვილის ყველაზე ჭუჭყიანი იდეების განმხორციელებელ ინსტრუმენტად.
ამ ვიდეოში კი ვფიქრობ ლეოს რეაქცია ლეგენდარულია ❤ ისევე, როგორც მთელი მისი ცხოვრება. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ტანკები იდგებიანო, თანაც ბოლომდე კრემლისკენ მიშვერილი ლულებით!
ესენი კი იმდენს ახერხებენ, რომ ხანდახან ყველაზე მეტად თვითონ მეცოდებიან, ოღონდ მერე მალევე მახსენდება ხოლმე, ქვეყანა რა საბრალოა მათ ხელში და ბრაზი მახრჩობს. თუმცა, არა უშავს, არა როგორ არა უშავს, ამასობაში დაიღუპა ხალხი და ქვეყანა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მაინც წავლენ და წამოვლენ. და მათ შვილებსაც ბევრად უკეთეს ქვეყანაში ვაცხოვრებთ აუცილებლად. რომლებიც თვალსაწიერს ასევე ზოგზოგიერთების ლექციებით გაიფართოვებენ და თაობები იქნებიან მადლიერნი ? ოღონდ არა საკუთარი მშობლების…“

“არაკაცი ხარ” – რა ვიდეოს აქვეყნებს “პოსტ ტვ”– ის ჟურნალისტი

თეგები: ზუკა ბერძენიშვილილევან ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved