• რეკლამა
  • კონტაქტი
05:22, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე რომ ჩავედი, დამხვდა 3 გარდაცვლილი ადამიანი, შემდეგ ჩვენ გაგვიხსნა ცეცხლი…” – საგარეჯოს პოლიციაში დაკითხვები გრძელდება

ალია ავტორი - ალია
17:19 01-22-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
298

საგარეჯოს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე პოლიციაში დაკითხვები უკვე განახლდა, პოლიციის კითხვებს თვითმხილველები და ადგილობრივები პასუხობენ.

ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა თვითმხილველმა ტრაგიკული ღამის დეტალები გაიხსენა. ის არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

“ჩვენ გვესროდა… პირველ გასროლაზე რეაქცია არ გვქონდა, იმიტომ რომ, ეს ქართული მომენტია, ვიღაცებს უჩნდებათ იმის სურვილი რომ “გული მოიფხანონ”. მეორე გასროლაზე უკვე აღარ მესიამოვნა.

მე რომ ჩავედი, დამხვდა 3 გარდაცვლილი ადამიანი, შემდეგ გაგვიხსნა ჩვენ ცეცხლი… შემდეგ ეს ადამიანი გავარდა უკან და გზის მიმართულებით დაიწყო სროლა, საიდანაც მოხდა პოლიციელის მკვლელობა და ადამიანების დაჭრა.

შესაძლოა, იყო ნასვამ მდგომარეობაში, ნათლისღება იყო და იმ ღამეს დაიწყო სროლა. შეიძლება დალია და იმ მომენტში პიკში ავიდა,” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

პარალელურად, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა. 24 წლის ახალგაზრდა “ჯეო ჰოსპიტალსის” რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. შედარებით მსუბუქია ორი დაჭრილის მდგომარეობა, მათ რამდენიმე დღეში კლინიკიდან გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

წყარო: „რუსთავი 2“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved