• რეკლამა
  • კონტაქტი
23:21, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ მერაბიშვილი და კეზერაშვილი გაიმარჯვებენ, ხელს არ შევუშლი, პარტიას არ დავტოვებ” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
00:17 01-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
933

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, “ტვ პირველთან”, ჟურნალის ინგა გრიგოლიასთან პასუხობს კითხვას, დატოვებს თუ არა პარტიას, თუ შიდა არჩევნებში წააგებს და რას გააკეთებს, თუ ამ არჩევნებს მოიგებს.

ნიკა მელია:

–დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობის უდიდესი ნაწილი გააკეთებს გააზრებულ არჩევანს, სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს ფულზე, სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს ანგარებით ინტერესებზე. რაც შეეხება, როგორ ვიმოქმედოთ არჩევნების შემდეგ – ძირეული ცვლილებები იქნება პარტიაში, საკვანძო აღმასრულებელ რგოლში თანამდებობებს დაიკავებენ ადამიანები, ვინც იქნება ერთგული იმ სტრატეგიისა, რომელიც უმრავლესობას გვაქვს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მერე, დატოვებენ თუ არა პარტიას, არ ვიცი, მე არავის არ ვუბიძგებ დატოვებისკენ. არიან ადამიანები, ვინც ეს სატელეფონო ჩანაწერები ატრიალა ხელიდან ხელში, ამ ადამიანებთან ცალკე მექნება საუბარი, მათ მიიღონ გადაწყვეტილება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, მალევე პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, ეს უნდა მოხდეს ფართო ოპოზიციურ ერთობაში, შინაარსზე უნდა შევთანხმდეთ. ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მისაღები, ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და ვრჩებით პარტიაში, თუ არ ვრჩებით, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ზოგი ჭირი მარგებელიას პრინციპით, პარტია გამოძვრება ამ მდგომარეობიდან და იქნება ბევრად უფრო მართალი და შევძლებთ თანამშრომლობას ძალიან ბევრ, განსხვავეული მოსაზრების ადამიანთან, მაგრამ უნდა მიგვესვლებოდეს ამ ხალხთან და ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ სანდო პარტნიორები. გამარჯვებულს მიულოცავს ყველა კანდიდატი და ხელს არ შეუშლის პარტიის გაძლიერებაში, დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს და გამარჯვებული ანგარიშსწორებას კი არ დაიწყებს…

ინგა გრიგოლია:

–რა გამოდის, თქვენ რო დამარცხდეთ, მიხვალთ და ვანო მერაბიშვილს მიულოცავთ?

ნიკა მელია:

–მე პრობლემებს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, პარტიას როგორ შევუქმნი? ის უნდა გავაკეთო რასაც ვედავები 9 ნოემბრიდან მოყოლებული?

ინგა გრიგოლია:

–და არ დატოვებთ პარტიას? ვერ წარმომიდგენია, ვანო თუ გაიმარჯვებს, იმ პარტიაში…

ნიკა მელია:

–დარწმუნებული ვარ, ვერ გაიმარვებს, მაგრამ მართვის სადავეებთან მოვიდნენ გინდა კეზერაშვილი, გინდა მერაბიშვილი, გინდა გოროზია, ვინც გინდათ და მართონ ეს პარტია, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი მე ხელს არ შევუშლი. მმართველობის ცენტრიდან გავიწევი და მართონ. მეცოდინება რომ ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, ესე იგი უნდა ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი და ხელი რატომ შევუშალო და იგივე უნდა გააკეთონ იმ ბატონებმაც, როდესაც დამარცხდებიან და თავშიც არ უნდა გაივლონ ხელის შეშლა იოტის ოდენადაც. თქვენ გგონიათ არ შემიძლია გავიწიო და არაფორმალურად ვმართო და თავმჯდომარეს პრობლემები შევუქმნა? მაგრამ ამას არ ვიკადრებ, არ ვაკადრებ ამომრჩეველს.

 

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved