• რეკლამა
  • კონტაქტი
01:23, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პეტიცია უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის დასაცავად

ალია ავტორი - ალია
20:59 01-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
553

პეტიცია – უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის დასაცავად, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ გამოაქვეყნა, პეტიციის ადრესატი, საქართველოს პარლამენტია და მისი შინაარსი ასეთია:

“საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განცხადეს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტონ.

უკრაინის ბრძოლა აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხანია გასცდა ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის კატეგორიას. 2022 წლის 24 თებერვლიდან ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთი ამ ომში ებრძვის არამხოლოდ უკრაინას, არამედ მისი სახით მთელ დასავლეთს, დასავლურ ფასეულობებს – როგორიცაა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, ებრძვის ამ ფასეულობების გავრცელებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო სწორედ ამ დასავლური ფასეულობების მატარებელი სახელმწიფოა და კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

შესაბამისად, საქართველოს თითოეული მოქალაქის ნაბიჯი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას უკრაინა, არის გაღებული წვლილი – დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დასაცავად, საქართველოს მომავლის დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს, როდის შეიძლება დაკარგოს პირმა საქართველოს მოქალაქეობა და ამ საკითხის გადაწყვეტას ორგანულ კანონს მიანდობს. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ არსებული ჩანაწერი, იმდაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნების პირობებში, შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, ნაცვლად ქართული სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების გამოხატვისა, დაისაჯონ და საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ.

ამ საფრთხის რეალურობას პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გასულ თვეში გაკეთებული განცხადებები ამყარებს. მაგალითად, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, განაცხადა: “თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს.“ მსგავსი განცხადება გააკეთა ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონთამაშვილმაც, კერძოდ: „ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.“

შესაბამისად, პეტიციაზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ვიცნობთ თანდართულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას წაართმევს საშუალებას, საქართველოს იმ მოქალაქეს შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის დეოკუპაციამდე საერთაშორისო სამართალში აღიარებული რომელიმე ფორმით იბრძვის ან უბრძოლია უკრაინის მხარეს და მხარს ვუჭერთ მას.

 

კონკრეტული საკანონმდებლო წინადადება:

 

“საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“  საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  21  პუნქტი:

,,21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლიდან დაწყებული სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის დასრულებამდე იბრძვის/მსახურობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბაში, ასე­ვე ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძალე­ბის შემად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლ სა­ხალ­ხო ლაშ­ქრი­სა და მო­ხა­ლი­სე­თა რაზ­მე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბაში, ასევე სხვა ლაშ­ქრე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­თა რაზ­მე­ბის პი­რა­დი შემად­გენ­ლო­ბაში, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძრაო­ბე­ბის იმ პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის ჩათ­ვლით, რომ­ლე­ბიც უკრაინულ მხა­რეს ეკუთ­ვნი­ან და სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან მის გა­რეთ მოქ­მე­დე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვრცელ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც, რო­ცა ეს ტერი­ტო­რია ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა იმ პი­რო­ბით, რომ ასე­თი ლაშ­ქრე­ბი ან რაზ­მე­ბი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წინააღმდეგო­ბის მოძ­რა­ო­ბე­ბის ჩათ­ვლით, შემ­დეგ მოთ­ხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ:

ა) მათ მე­თა­უ­რობს პი­რი, რო­მე­ლიც პა­სუხს აგებს ხელ­ქვე­ი­თებ­ზე;

ბ)  აქვთ გან­საზ­ღვრუ­ლი, შო­რი­დან გა­სარ­ჩე­ვი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი;

გ) ღი­ად ატა­რე­ბენ ია­რაღს;

დ) თა­ვი­ან­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მოქ­მე­დე­ბენ ომის კა­ნო­ნე­ბი­სა და ჩვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.”

 

ხელმოსაწერად გადადით ბმულზე

თეგები: პეტიცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved