• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიდი მადლობა პენიტენციურ სამსახურს, მათ დაადასტურეს რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია” – რას ამბობს ადვოკატი პროცესის შემდეგ?

ალია ავტორი - ალია
20:49 01-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29,108

მიხეილს სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა:

„მარიამ ჯიშკარიანმა ფიციც დადო ჩვენების მიცემის დროს. ჟღერდება ხოლმე, თითქოს მარიამ ჯიშკარიანი მხარეა და ასე შემდეგ, მან გაიხსენა მოლაშვილის საქმე, იყო მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, კემულარიას წინააღმდეგ. ვრცელი ინფორმაციის მომწოდებელი ექსპერტები უკვე დაიკითხნენ. ვფიქრობ, შემდგომში, დღის განმავლობაში შესაძლებელია სამი-ოთხი მოწმის დაკითხვა და ეს შეიძლება სულ სამ-ოთხ პროცესში ამოიწუროს. პენიტენციურს იგივე მოწმეები ჰყავს, რაც ჩვენ გარდა იმისა, რომ დამატებული ჰყავს სამი თანამშრომელი, რომლებიც არიან დაცვის თანამშრომლები. ასე, რომ იმათი დაკითხვაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. არ მგონია, ისინი დიდი ინფორმაციის მატარებლები იყვნენ სააკაშვილის მკურნალობა-არმკურნალობის საკითხზე.

მთავარი მაინც დღევანდელ სასამართლო პროცესზე იყო არის ის, რაც ცალსახად გამომჟღავნდა. მეორე მხარე მისდაუნებურად შემოვიდა იმ დავაში, უტარდება თუ არა სააკაშვილს სათანადო მკურნალობა. მეორე მხრიდან არავინ იდავა ეს დიაგნოზი, რაზეც საუბარია – დემენცია, კახექსია და ა.შ. რომ არ აქვს სააკაშვილს. მეორე მხარემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სააკაშვილს ეს დიაგნოზები აქვს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უამრავი პატიმარი არის ავად, მათ შორის შიდსით, ცე ჰეპატიტით, ტუბერკულოზით და ამ ადამიანებს უტარდებათ სათანადო მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამ გაწეული მკურნალობით, რაც იმ პატიმრებს უტარდებათ ხელი არ ეშლება სასჯელის მოხდას და სააკაშვილის შემთხვევაში, რომელიც იმყოფება პატიმრობაში, აქედან ათი თვე უკვე გაატარა საავადმყოფოში. შესაბამისად, არც არავინ დავობს, რომ საავადმყოფოში არის. უფრო მეტიც, პროცესი როგორ დაიწყო გახსოვთ, სააკაშვილმა მოითხოვა დამასწარითო და მოვიდა ცნობა პენიტენციურიდან, რომ „ვივამედიდან“ მისი ავადმყოფობის გამო ვერ მოვიყვანთო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მისდაუნებურად, თუ არ ვიცი რას აკეთებენ, ადასტურებენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, ჩვენ მეტი არც არაფერზე ვდავობთ. ჩვენი შუამდგომლობა და დასკვნა ამაზეა, რომ იგი არის მძიმე ავადმყოფი, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, პენიტენციური სამსახურის არცერთი კითხვა არ დასმულა არცერთი ექსპერტისადმი, რომელიც უარყოფდა, რომ სააკაშვილი არ არის მძიმე ავადმყოფი. პირიქით, ყველა კითხვა ამას ადასტურებს და დიდი მადლობა მათ ამისთვის.”

თეგები: შალვა ხაჭაპურიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved