• რეკლამა
  • კონტაქტი
20:51, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასე თუ გაგრძელდა, მომავალ წელს ბინის ყიდვა ან ქირაობა თუ დაგჭირდებათ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან გექნებათ საქმე“ – თაზო დათუნაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:58 01-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,214

პარტია „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი:

„ბაზარზე არსებული, აქტიურ გაყიდვაში მყოფი უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს!!!
ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით: 12 335 რუსეთის მოქალაქემ შეიძინა და უფლება დაარეგისტრირა 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რომლიდანაც 13 262 საცხოვრებელი ბინაა თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში;

ამის გარდა, კიდევ 10 975-მა რუსმა საქართველოს მასშტაბით 13 850 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა;

ამასთანავე, 93 კომერციულ ფართზე, რუსეთის 73 მოქალაქის მფლობელობა დარეგისტრირდა.
ეს ხალხი რუსეთიდან აქ ბევრი შავი თუ თეთრი ფულითაა „გამოქცეული“ და ზემოთ მოყვანილი რიცხვები ადასტურებს ,რომ აქედან არსად „გაქცევას“ არ აპირებენ!!!

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ ქონების ფასებზეც მოქმედებს და წინა წლებთან შედარებით, როგორც ქირის, ისე გასაყიდი ფასები 50-100%-ით გაძვირდა.

სფეროს სპეციალისტები, 2023 წლის გაზაფხულზე, ფასების კიდევ საშუალოდ 30%-იან მატებას ვარაუდობენ. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, თბილისის გარეუბანში ერთი კვადრატული მეტრის 1000 დოლარად ყიდვა ყველას სანატრელი გაუხდება!! ანუ ისედაც სულელურად გამკაცრებული საბანკო რეგულაციებისა და ამ კატასტროფული ფასების პირობებში, ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე უბრალოდ საცხოვრებელს ვეღარ იყიდის და ასევე გაძვირებული, გაორმაგებული ქირით მოუწევს ცხოვრება!!!

ასე თუ გაგრძელდა, მომავალ წელს ბინის ყიდვა ან ქირაობა თუ დაგჭირდებათ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან გექნებათ საქმე.

იმის ახსნა კი არ მჭირდება, რომ ჩვენნაირი არასტაბილური ეკონომიკის ქვეყანაში, უძრავი ქონება ერთადერთი სტაბილური აქტივია და ამ აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა რუსების იქნება!!! ჩვენ ოკუპაციას ამჯერად ტანკებისა და მოღალატე ქართველების გარეშე, ასე ბანალურად, უძრავი ქონების დაპატრონებით მოახდენენ!!!“

8 თვეში, საქართველოში, რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა შეიძინა, საიდანაც 13 ათასზე მეტი საცხოვრებელი ბინაა

თეგები: თაზო დათუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved