• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კვირა არ გავა ისე, რომ უკრაინამ გერმანიის მთავრობისგან შეიარაღება არ მოითხოვოს” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:43 01-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
ალბათ, ყველამ წაიკითხეთ რამდენიმე დღის წინ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხეილ კასიანოვის ინტერვიუ. მან საქართველოს „ბუკის“ სარაკეტო სისტემების გადაცემა სთხოვა, რომელიც ჩვენ აგვისტოს ომამდე უკრაინისგან შევიძინეთ, თანაც რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად. ბ-ნი კასიანოვი უფრო შორსაც წავიდა და საქართველოს აშშ-ისგან შესყიდული „ჯაველინების“ (ანტისატანკო სისტემები) მოწოდებისკენაც მოუწოდა.
ცხადია, ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი თავისი თანამოქალაქეების სიცოცხლისთვის იბრძვის. გასაგებია, გვესმის! უბრალოდ, პატიოსნება მოითხოვს, რომ ევროპისგან გეოგრაფიულად მოშორებულ, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ პატარა სახელმწიფოზეც და მის გაუბედურებულ მოსახლეობაზეც დაფიქრდე, მისი გამოწვევები გაითვალისწინო, თუნდაც ერთი წამით დააყენო საკუთარი თავი საქართველოს ადგილზე! ამასთანავე, პროფესიონალიზმი მოითხოვს, რომ ცნობები ზუსტად გაავრცელო და დაუზუსტებელი მონაცემებით აუდიტორიის მანიპულირებისგან თავი შეიკავო… ბ-ნი კასიანოვი პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის კუთხით მაინცდამაინც კარგად ვერ წარმოჩნდა და მორიგი საბაბი მისცა ფეხბურთელსა და ყურის ექიმს…
შეიძლება ბ-ნი კასიანოვის მანევრი საქართველოში ბევრს გაუკვირდა, თუმცა, ჩემთვის, ევროპის შუაგულის ამბებით გატაცებული ადამიანისთვის, დროებითი რწმუნებულის რიტორიკაში ახალი არაფერი ყოფილა. უკრაინელები, გასაგები მიზეზების გამო, არათუ საქართველოს მსგავს არშემდგარ სახელმწიფოებზე ზეწოლას არ ერიდებიან, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში ავიწროვებენ ევროპელ ლიდერებს.
ომის დაწყების დღიდან კვირა არ გავა ისე, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობისგან დამატებითი შეიარაღება არ მოითხოვონ. ფედერალური მთავრობაც დიდი საზოგადოებრივი, კოალიციური და შიდაპარტიული დისკუსიების შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და შეთანხმების კვალდაკვალ აწვდის იარაღს უკრაინის ხელისუფლებას.
2023 წლის მონაცემებით გერმანელებმა უკრაინას 2,2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწიეს. სამხედრო დახმარების ჩამონათვალში შეხვდებით სხვადასხვა წარმოების რადარებს, რაკეტმსტყორცნებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ა.შ.
განსაკუთრებული ვნებათაღელვა ტანკების მიწოდების საკითხს ახლავს თან. ვნებათაღელვის საფუძველი ხშირად მათი სახეობა ხდება ხოლმე. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპლატფორმაზე წავიკითხე, რომ შემდეგი ძირითადი ტიპის ტანკები აღირიცხება ევროპულ არსენალში:
1. საზენიტო ტანკები Flugabwehrpanzer
2. ტანკები, რომელთა მიზანია სხვა სამხედრო ტექნიკის სარემონტო და საევაკუაციო სამუშაოების მხარდაჭერა. Bergepanzer
3. სპეციალური ტანკები (ზოგი ხიდის ფუნქციას ასრულებს, ზოგი განაღმვის და ა.შ.) Spezialpanzer
4. Panzerhaubitze 2000 – ჰაუბიცა და მისი თანმხლები მუხლუხოიანი ჯავშნოსანი ტექნიკა
5. სატრანსპორტო ტანკი Transportpanzer
6. დაზვერვითი ტანკები Spähpanzer
7. ქვეითთა საბრძოლო მანქანა Schützenpanzer
8. საბრძოლო ტანკი Kampfpanzer
ამჟამად, გერმანელებს უკრაინისთვის გადაცემული აქვთ გეპარდის ტიპის საზენიტო ტანკები Flugabwehrpanzer, ასევე Panzerhaubitze 2000. გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიევს მიაწოდონ 40 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა – Marder (Schützenpanzer vom Typ Marder), პატრიოტის სისტემებთან ერთად. ცხადია, უკრაინელებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ფედერალურ მთავრობას. მადლიერების გრძნობას თან ახლდა განწყობა, რომელიც ცნობილი გამონათქვამით შეგვიძლია გამოვხატოთ: „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. ამასთანავე, დიმიტრი კულებამ კიდევ ერთხელ მოითხოვა გერმანიისაგან საბრძოლო ტანკების Kampfpanzer-Leopard-ის მიწოდება. „ადრე თუ გვიან მასაც მოგვაწვდით, სჯობს ადრე, ვიდრე გვიან“.
რა განაპირობებს ფედერალური ხელისუფლების სიფრთხილეს?
უამრავ წინაპირობასა და არგუმენტზე შეგვიძლია ვისაუბროთ… თუმცა, სჯობს რამდენიმე მათგანი გამოვყოთ:
1. გერმანელებს არ სურთ ომის მონაწილე მხარედ, ომში ჩართულ მხარედ წარმოჩნდნენ და უშუალო სამხედრო კონფრონტაციაში შევიდნენ რუსეთთან. ისინი ეწინააღმდეგებიან Nato-სა და რუსეთის უშუალო დაპირისპირების რისკის ზრდას.
2. გერმანიის საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის ნაწილში კვლავ არსებობს შიში რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენების თაობაზე.
3. ფედერალური ხელისუფლების ნაწილს სურს, რომ უკრაინელებს დაეხმარონ თავდაცვაში და ხელი არ შეუწყონ საომარი მოქმედებების ესკალაციას.
4. გუშინ ჰაუბიცები და „გეპარდი“, დღეს „მარდერი“ და „პეტრიოტი“, ხვალ „ლეოპარდი 1“, ზეგ „ლეოპარდი 2“ – სადამდე შეიძლება გაგრძელდება ეს სპირალი? უკრაინელების პასუხი მარტივია: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე! სამწუხაროდ, გერმანელ პოლიტიკოსთა თუ ინტელექტუალთა ნაწილს აღნიშნული მიზნის მიღწევა ამ ეტაპზე უტოპიად ესახებათ! ან რა უნდა გაკეთდეს მას შემდეგ, რაც ყველაფერს მიაწოდებენ, რისი მიწოდებაც კი შეუძლიათ… რა იქნება შედეგი, თუ თითქმის ყველა სახის იარაღიდან გასროლის მიუხედავად, ომის დასრულების რესურსები მაინც არ გაჩნდა?
5. გერმანიის უმსხვილეს სამთავრობო ფრაქციას სჯერა: „როგორც წესი, ომები არ მთავრდება ბრძოლის ველზე“. მაშასადამე, არ სწამთ, რომ რომელიმე მხარეს ისეთივე გამარჯვების მოპოვება შეუძლია, როგორიც ნაცისტებზე მოიპოვეს მოკავშირეებმა! ამიტომ ისინი ტანკებზე ლაპარაკის პარალელურად კატეგორიულად მოითხოვენ მოლაპარაკებების განახლებისთვის ფედერალური ხელისუფლების ბრძოლის გაძლიერებას.
ნეტავ ჩვენც შეგვეძლოს მსჯელობა!
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved