• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიუჯეტით ვაჭრობა, მძევლები და გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით – კიდევ ერთი სკანდალი წულუკიანის უწყებაში

ალია ავტორი - ალია
15:58 01-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
355

გახარიას პარტიის წევრი, რუსუდან თევზაძე კულტურის სამინისტროს პარტიული ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლებაში ადანაშაულებს. თევზაძე თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობდა.

თევზაძე ამბობს, რომ გასული წლის ბოლოს სამინისტრომ იძულებული გახადა დაეტოვებინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია. მისი განცხადებით, სამინისტრო უნივერსიტეტს ბიუჯეტით ევაჭრებოდა.

რუსუდან თევზაძე:

✅კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და ულევი ბედნიერება და წარმატება გისურვოთ.
✅გასული წლის ბოლოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შევეცადე ცხელ გულზე არ გამეკეთებინა შეფასებები. ვფიქრობ, დღეს ამის გაკეთება უკვე შესაძლებელია და რელევანტურიც ჩემი მხრიდან.
✅ათეული წელია ვემსახურები განათლების სისტემას, სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა პოზიციებზე, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ბუნებრივია რომ ახალგაზრდების აღზრდა-განათლება გახლავთ.
✅მე მათ ვასწავლი, რომ ნებისმიერი საქმის თავდადებით და პროფესიონალურად კეთება ქვეყნის სიყვარულის ინდიკატორია, ქვეყნის ჭეშმარიტი სიყვარული კი სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუნდამენტი.
✅იყო შენი ქვეყნის კარგი მოქალაქე, ნიშნავს იყო სამართლიანი, ჰუმანური, კანონმორჩილი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების შექმნის არსებითი წინაპირობაა.
✅ამავე დროს, სწორედ იქ იწყება ახალგაზრდების იმედგაცრუება, სადაც სახელმწიფო პრაქტიკულად ფეხქვეშ თელავს და ღიად უპირისპირდება დემოკრატიულ ღირებულებებს, არაფრად აგდებს პიროვნების კომპეტენციას, ქვეყნისადმი უანგარო მსახურებას და პრიორიტეტად მხოლოდ კონკრეტულ პარტიულ კუთვნილებას მიიჩნევს.
✅სამწუხაროა, მაგრამ უკვე ათწლეულებია, სახელმწიფო ინსტიტუციების მართვის მახინჯი ფორმა ძალაშია და მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ძირმომპალ ერთპარტიულ კომუნისტურ სისტემასაც კი უწევს კონკურენციას.
?ამ ეტაპზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩემს ექვსწლიან საქმიანობასა და მიღწევებზე არ ვისაუბრებ. მიღწევები თვალსაჩინოა და ხელშესახები (ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი მოძიება). განვლილი 6 წელი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, დიდწილად საეტაპოა და განსაზღვრავს უნივერსიტეტის პოზიტიურ მოცემულობას, როგორც შინაარსობრივად, ასევე ინფრასტრუქტურულად.
???მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ექვსი წელი უდიდესი პასუხისმგებლობითა და თავდადებით ვემსახურე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, შესაბამისმა კურატორმა სამინისტრომ, სრულიად უაპელაციოდ და მიკერძოებულად გადაწყვიტა, რომ ჩემი პარტიული კუთვნილების გამო, აღარ უნდა ვიკავებდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევით პოზიციას და პრაქტიკულად უნივერსიტეტი თავისი თანამშრომლებით აიყვანა მძევლად და დაიწყო გაცხოველებული ვაჭრობა ბიუჯეტის საკითხით. ცხადია, პერსონალურ ეგოს და პირად ინტერესს ვარჩიე ჩემი ძვირფასი კოლეგების ბედი და მივიღე გადაწყვეტილება შემეწყვიტა უნივერსიტეტთან საქმიანი ურთიერთობა.
ვიცი, რომ სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში ეს არ არის ერთეული შემთხვევა და ფაქტია, რომ სანამ ჩვენს ქვეყანაში არ დასრულდება ძალაუფლებით ტკბობა, ქვეყნის სამსახურში მყოფი მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნა და სეგრეგაცია, მოქალაქისთვის საკუთარი საქმიანობის განხორციელების იძულებითი და ხელოვნური შეზღუდვა, ქვეყნის სახელმწიფოებრივი ღირსება მუდმივად შებღალული იქნება, ხოლო ღირსება აყრილი ქვეყნის მომავალი კი ძალიან ბუნდოვანია და საშიში❗️❗️❗️
ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, მე კვლავ ჩემი არჩევანის ერთგული ვრჩები.
ჩემი არჩევანია
#ჭეშმარიტიდემოკრატიით
#თავისუფალიმომავლისთვის
#ღირსეულისაქართველოსთვის“

 

თეგები: თეა წულუკიანირუსუდან თევზაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ახალი ამბები

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს

16:53 12-08-2025
ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved