• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილს აწამებენ – ეს არის პუტინის  მესიჯი ზელენსკისთვის: „აი, რა დაგემართება” – ბილ ბროუდერი

ალია ავტორი - ალია
22:03 01-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

Heritage Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთმა ავტორმა, ბილ ბროუდერმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა:

„იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ სააკაშვილი მოკვდება, მათ მძიმე ცხოვრება ელოდებათ. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ეს ფოტოებიდანაც ჩანს, არაა საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტი, რომ ეს დაინახო. უფრო საინტერესო ის არის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, რადგან პროკურორები აფერხებენ მის თხოვნას, მიიღოს სამედიცინო მკურნალობა, ციხის ექიმებიც, ალბათ, ჩართული არიან არასათანადო აქტივობაში და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს. რაც მეტია ასეთი ინფორმაცია, მით უფრო სავარაუდოა, რომ შევქმნათ დროებით, როგორც ჩვენ ვეძახით, „სააკაშვილის სია“, სადაც შევიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს დაუჯერებლად ბოროტული ქმედებაა. ეს ჰუმანიტარული საკითხია და ყოველდღიურად ჩვენ ვისმენთ საქართველოს მთავრობისგან, რომ ჯიუტად არ ათავისუფლებენ და არ აგზავნიან მას სამკურნალოდ ევროპაში. ამგვარად, საქართველო ანადგურებს მის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.

მიხეილ სააკაშვილი წინ აღუდგა პუტინს 2008 წელს, როდესაც ის შემოიჭრა საქართველოში. მან პერსონალური ვენდეტა განახორციელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არსებობენ ადამიანები საქართველოს მთავრობაში, რომელთაც პუტინი მოსწონთ. ახლა კი აშკარაა, რომ ვითარება ნორმალური გზით არ მიდის. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმერ პუტინი დგას. ის ცდილობს შური იძიოს მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მას უპატივცემულოდ მოექცა. ასევე ეს არის მესიჯი ვლადიმერ ზელენსკისთვის: „აი, რა დაგემართება შენც მომავალში“. ამიტომ, ეს არ უნდა დავუშვათ.

საქართველოს შიდა პოლიტიკაში ექსპერტი არ ვარ, ამიტომ სპეკულირებას ვერ მოვახდენ იმაზე, თუ ვინ დგას ამის უკან. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მთავრობამ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გაუშვას სათანადო მკურნალობის მისაღებად. თუ ამ გზას არ აირჩევენ, მაშინ თავადვე მოაწერენ ხელს ძალაუფლების დაკარგვას. დასავლეთთან მიმართებით მათ პრობლემები ათეულობით წლის განმავლობაში ექნებათ, მათ შორის სანქციების თვალსაზრისით“

 

კომენტარის თარგმანი – “ტვ. პირველი”

 

 

თეგები: ბილ ბროუდერიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved