• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ პროექტს ვერ ჩაშ­ლის, ჩვენ აქ უფრო მე­ცა­მე­ტე გო­ჭის როლ­ში ვართ” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:20 12-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
261

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან მწვა­ნე ენერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შავი ზღვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლზე საუბრობს და ამბობს:

“ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია გახ­ლავთ აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის შე­მა­ერ­თე­ბე­ლი კვან­ძის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად ფორ­მი­რე­ბა. იქ­ნე­ბა ეს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ჰაბი, თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის ტვირ­თე­ბის, თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის ტრან­ზი­ტი, ჩვე­ნი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი პრო­ექ­ტი აძ­ლი­ე­რებს ჩვენს ამ ფუნ­ქცი­ას და უდა­ვოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ეს ისე­თი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის კატ­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­ზეც, ძა­ლი­ა­ნაც რომ უნ­დო­დეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას ვერ ჩაშ­ლის. უნდა ით­ქვას, რომ ჩვენ აქ უფრო მე­ცა­მე­ტე გო­ჭის როლ­ში ვართ, ამ პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ერ­თის მხრივ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და მე­ო­რეს მხრივ ევ­რო­პის ორი ქვე­ყა­ნაა უნ­გრეთ-რუ­მი­ნე­თის სა­ხით, მათ აქე­დან და იქი­დან ჩაგ­ვკი­დეს ხელი და მივ­ყა­ვართ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ა­ნაც რომ უნ­დო­დეს, ამა­ზე უარს ბევ­რი მი­ზე­ზის გამო ვერ იტყო­და.

არც ისე­თი სუ­რა­თი უნდა დავ­ხა­ტოთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, არც ის უნდა ვთქვათ, რომ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თოდ არა­ფერს ნიშ­ნავს. ზო­მი­ე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ შე­ფა­სე­ბებ­ში – რო­გორც ნე­გა­ტი­ურ­ში, ისე – პო­ზი­ტი­ურ­ში. სა­ერ­თოდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ ნაკ­ლებს ვი­ფიქ­რებთ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. ჩვენ უნდა ვუ­ყუ­როთ პრო­ექ­ტის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბას და იმას, რომ ის ჩვენ­თვის კარ­გია. მთა­ვა­რია, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი კონ­ტრაქ­ტე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად სწო­რად და ჯან­სა­ღად იყოს და­ცუ­ლი. მარ­თა­ლია, ანაკ­ლი­აც სა­სარ­გებ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ­თვის და ეს პრო­ექ­ტი “გა­ა­ფუ­ჭეს“, მაგ­რამ მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ პრო­ექ­ტის გა­ფუ­ჭე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნაკ­ლე­ბი აქვს იმი­ტომ, რომ მას ხა­ზა­რა­ძეს­თან და “თი-ბი-სი ბანკთან” არ აქვს საქ­მე. მას ახლა საქ­მე აქვს სე­რი­ო­ზულ სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­თა­მა­შე­ებ­თან და ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა მათი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა. პო­ზი­ტი­უ­რად შევ­ხე­დოთ და ვუ­ყუ­როთ პრო­ექტს, რო­მე­ლიც არის კარ­გი და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მას­ში იძუ­ლე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს, თუ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, ამას აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მთა­ვა­რია მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved