• რეკლამა
  • კონტაქტი
18:04, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იკრძალება, თუ არა, გრიპის ან ინფექციის დროს, დაბანა? – ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:29 12-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
387

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:

“ჩვენთან ინფექციური დაავადებების დროს ზოგჯერ არასწორად მიიჩნევენ, რომ დაბანა არ შეიძლება. ეს კი, პირიქით, ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება იყოს და სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც თვითონ პაციენტს, ასევე მის გარშემომყოფებს. არაერთ პაციენტს უხერხულად მოუბოდიშებია, რომ რადგან ავად არის, შხაპი ვერ მიიღო ვიზიტზე მოსვლამდე. მე, რა თქმა უნდა, ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. ექიმი ვარ და ჩემი მოვალეობაა ყველანაირი პაციენტი გულისხმიერად მივიღო, ჰიგიენური მდგომარეობის მიუხედავად, და ეს პოსტიც სულაც არ არის ამის შესახებ.
მთავარი ისაა, რომ შხაპის მიღება ავადმყოფობის დროს სულაც არ იკრძალება, მათ შორის არც გამონაყრით მიმდინარე დაავადებების დროს. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, ჯობია ძალიან ცხელ წყალს მოვერიდოთ, რომ კანის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება ავიცილოთ თავიდან, თუმცა ზომიერად თბილი წყლით შხაპის მიღება და კანის სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია ინფექციური თუ არაინფექციური გამონაყრის შემთხვევაში.
ასევე, თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების ინფექცია (გრიპი, კოვიდი და სხვ.) და ტემპერატურის მომატება, ზოგჯერ დაბანისგან თავს იკავებენ, რომ „კიდევ უფრო მეტად არ გაცივდეს“. თუ ადამიანს სიცხე აქვს, დაბანით როგორ უნდა გაცივდეს?
თუ ახველებს, ასეთ დროსაც ზოგჯერ თავს იკავებენ დაბანისგან, არადა, ხველის დროს ორთქლი აშკარად ამსუბუქებს შემაწუხებელ სიმპტომებს.
თუმცა, ამ მხრივ პროგრესი აშკარად შეინიშნება. მე ის დროც მახსოვს, მენსტრუაციის დროს რომ ეგონათ, დაბანა არ შეიძლებოდა, ან ახლად ნამშობიარევი ქალი კარგა ხანს რომ არ იღებდა შხაპს. საბედნიეროდ, მგონი, ამ სისულელეების დრო დასრულდა, მაგრამ ბევრი დაავადების დროს ჯერ კიდევ იკავებენ ადამიანები თავს დაბანისგან, რაც სრულიად გაუმართლებელია.”
თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved