• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანია: სემეკის მიზანია საჯარო ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის

ალია ავტორი - ალია
14:06 12-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
276

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშზე იმსჯელეს. ანგარიშში ასახულია კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და ვადების დაცვის ანალიზი. წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა, რომლებიც სემეკში არსებულ საჯარო ინფორმაციას შეეხებოდა.

საანგარიშო პერიოდში , 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე, სემეკში 62 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 81 დადგენილება და 907 გადაწყვეტილება, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე – 608 გადაწყვეტილება. ანგარიშის შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სემეკში სულ 73 წერილობითი განცხადება შევიდა. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 57, ნაწილობრივ – 11, ხოლო არ დაკმაყოფილდა 5. ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა განპირობებული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით ან კონფიდენციალურობით. აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

„სემეკის მიზანია, ყველა საჯარო ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმიანობის გამჭვირვალობა და ამ კუთხითაც მაღალი სტანდარტების დაცვა. როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, სემეკში შემოსული ნებისმიერი განცხადება საჯარო ინფორმაციის შესახებ კმაყოფილდება და ეს უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ჩვენ გავცემთ ყველა ინფორმაციას, რომელიც არსებობს სემეკში და ექვემდებარება საჯაროობას“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას.

თეგები: დავით ნარმანიაროცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved