თურქეთის პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს დეპუტატებმა იჩხუბეს, ერთ-ერთი კანონმდებელი თავის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ტრიბუნიდან სიტყვით „კარგი პარტიის“ უმით ბეიაზი გამოდიოდა, რა დროსაც მისი თანაპარტიელის, ჰუსეინ ორსისა და „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წევრს ზაფერ იშიკს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რომელიც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ჰუსეინ ორსი თავის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კომენტარები