• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სადაც ვიწროა, იქ გაწყდება” – რა მორალურ უპირატესობას ელოდება და რა რადიკალურ ქმედებებს განიხილავს სააკაშვილის პარტია?

ალია ავტორი - ალია
22:44 12-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, გადაცემა რეაქციაში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

 

ინგა გრიგოლია:

–თქვენ მაინც ფიქრობთ რომ ბოლო შანსი უნდა მისცეთ ხელისუფლებას?

ნიკა მელია:

–ნახეთ, თვეების განმავლობაში ამერიკიდან, ევროიპიდან, ეს პროცესი რატომ იყო დაწყებული – რომ მისულიყო ლოგიკურ დასასრულამდე. სულ რამდენიმე დღეში იქნება კონკრეტული პასუხი. ამის შემდეგ, უფლებას ვიტოვებ… გადაილახება ყველა ლოგიკა, უკვე ადამიანი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ივანიშვილის მხრიდან.

ინგა გრიგოლია:

–და ამ შემთხვევაში ამბობ, რომ ვერაფერი ძველებურად ვეღარ იქნება – ეს ფრაზა განმიმარტეთ მაშინ და მერე რას იზამთ? რა ხდება მერე? რას მოიცავს ეს ფრაზა?

ნიკა მელია:

–ყველაფერს რაც შესაძლებელია, ენით აღუწერელი უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლას რაც კი მოემსახურება.

ინგა გრიგოლია:

–მე გეტყვით, რომ არ მიიღებს, ჩემი აზრით. გამიხარდება თუ ვცდები, სააკაშვილს გულწრფელად ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, მაგრამ ჩემი სუბიექტური განცდაა, რომ არ გაუშვებენ სამკურნალოდ უცხოეთში. საერთაშორისო რექციები არ ადარდებთ, ნაცებს ეძახიან ყველას, გაშლილი აქვს ანტიამერიკული, ანტიევროპული კამპანია და რა?

ნიკა მელია:

–ვთანხმდებით, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. ვისურვებდით, რომ არათუ მისი მდგომარეობა არ იყოს დამძიმებული, პატიმრობაშიც არ უნდა იყოს სააკაშვილი, ამ ყველაფრის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს იმაზე, რაზეც საუბრობს, დიდი მნიშვნელობა აქვს მორალურ უპირატესობას, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს. არ იქნება მსუბუქი პროცესები, იქნება მძიმე პროცესები, მაგრამ როდესაც ხელისუფლება სხვა გზას არ გიტოვებს – რჩება ერთადერთი გზა, რა გზასაც გამოიყენებს ნაციონალური მოზრაობა.

ინგა გრიგოლია:

–რა? პარლამენტს დატოვებს, აქციებს დაიწყებს, ქუჩაში გავა, თუ რა? როცა ამბობთ, რომ ვერაფერი ძველებურად ვეღარ იქნება, გვაინტერესებს…

ნიკა მელია:

–სადაც ვიწროა, იქ გაწყდება, დიახაც, არავინ არ შეეგუება, ჩვენ თავთან მართლები ვიქნებით ბოლომდე. ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიამ შეაფასოს თითოეული პოლიტიკისოს როლი ამ პროცესში, არა რიტორიკის დონეზე, საქმე საქმეზე რომ მიდგა, როგორ მივიქეცით, ვის აქვს უნარი თავდადების, ვის აქვს გამბედაობა, ბრძოლაში ღრმად შესვლის. ამ ყველაფერს ვიხილავთ. არ ვნანობ, რომ ეს სტრატეგია ჩვენ მიერ იქნა გაზიარებული. როცა მშვიდობიანმა აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო, გვქონდა ალტერნატიული გზა, რადიკალური, უკვე სხვა ტიპის, მძიმე სახის აქციები გაგვემართა, რომელიც ბევრ ადამიანს დაუტოვებდა განცდას, რომ იბრძვიან ისე, როგორც შეუძლიათ და საბოლოო ჯამში შედეგზე ვერ გავიდოდით და მიხეილ სააკაშვილსაც ვერ დავიხსნიდით ციხიდან – ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ეტაპი, რომელიც დადგა ახლა, ვერ დადგებოდა, ჩემი ღრმა რწმენით. ახლა, როცა ყველასთვის ცხადია, რომ საერთაშორისო, სამედიცინო საზოგადოება ამბობს, თუ გინდათ მოკლათ ადამიანი, არ გაუშვათ, დატოვეთ ვივამედში, თუ გინდათ არ მოკლათ, აგერ ბატონო, არის ყველა მასალა და გადაიყვანეთ საზღვარგარეთ. თუ ხელისუფლება ისე მოიქცევა, რისი მაღალი ალბათობაა რომ მოიქცეს და თვალს რეალობას არ გაუსწორებს… არ ვაპირებ, ისტორიამ შეგვაფასოს ადამიანებად,  რომლებმაც ყველაფერი არ გავიღეთ. როცა მთელი მორალური, ზნეობრივი უპირატესობა არის მიხეილ სააკაშვილის მხარეს და მხოლოდ იმიტომ, რომ მიტაცებული აქვთ ქვეყნის მართვის ბერკეტები ვერ დავიხსენით,

ინგა გრიგოლია:

–ანუ, აპირებთ რადიკალურ ზომებს – რადიკალურ ზომებში რა შეიძლება იგულისხმებოდეს?

ნიკა მელია:

–ყველაფერი… ამ ყველაფერზე საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ. დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებ.

ინგა გრიგოლია:

–ეს იყო ის, რასაც ითხოვდნენ თქვენი მხარდამჭერები. ქუჩაში გვასეირნეს, დაგვშალეს, რა შედეგი დადეს და ეს იყო გათვლა?

ნიკა მელია:

–არ მიმიყენებია და არც მივაყენებ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს იმ შეურაცხყოფას, ემოციები დავახარჯვინო და ნიჰილიზმი დავთესო და შედეგი ვერ მივიღო. ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი. ეს შედეგი იქნება მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი არ იქნება რეჟიმის ტყვე.

ინგა გრიგოლია:

–მეჩვენება, რომ მოლოდინი გაქვთ, თითქოს შესაძლებელია დასრულდეს მიხიელ სააკაშვილის გადაყვანით უცხოეთში სამკურნალოდ და რამე სიგნალი ხომ არ გაქვთ? რამე ხომ არ იცით? არის შესაძლებელი, რომ ბიძინასაგან იყოს გადაწყვეტილება მიღებული გაუშვას სააკაშვილი?

ნიკა მელია:

–მე ვიცი, რა წერია დასკვნებში, მეტიც, ყველა წამყვან საელჩოში, ჩემ მიერ, ეს ინფორმაცია არის მიტანილი, შეუძლებლად მიმაჩნია წაიკითხონ რა წერია საექსპერტო დასკვნებში და თქვან, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი.

ინგა გრიგოლია:

–ცოტა დრო რჩება სასამართლო პროცესამდე და მერე მოგთხოვენ, ალბათ, აქტიურ ქმედებას მხარდამჭერები. ჩემი აზრით, რა შუაშია სასამართლო? სასამართლო ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილს. ცოტა დროღა გრჩებათ – სასამართლომ უნდა მიიღოს ან ასე, ან ისე გადაწყვეტილება და გადიხართ ქუჩაში? ვცდილობ გეგმაზე უფრო მეტი გამოგტყუოთ.

ნიკა მელია:

–მესმის პროფესიული ინტერესი, მაგრამ გთხოვთ ჩემი პროფესიული ინტერესიც გაითვალისწინოთ, ამ ეტაპზე რომ ყველაფერი არ ვთქვა.

 

“მივცეთ ბოლო შანსი… ივანიშვილი ჩიხშია”; “რითია ჩიხში?” – ნიკა მელია და ინგა გრიგოლია

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved