• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:47 12-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,807
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი:
“ედუარდ სააკაშვილს აქებს ახლა ყველა.
ვუერთდები ქებას.
ოღონდ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მისი ნათქვამის, მისი შინაარსის გამო აქებს.
ედუარდმა თქვა რომ მამამისს მისდიოდა “გაფილტრული ინფორმაცია”, რომ “თვითონაც ფილტრავდა” და იმას ხედავდა, რისი დანახვაც თვითონ უნდოდა.
ედუარდმა თქვა რომ სააკაშვილის მოლოდინები და რეალობა ერთმანეთს იყო აცილებული და ამიტომ იყო ჩამოსვლა დიდი შეცდომა.
მე მგონი ამაზე დავას არ დამიწყებთ.
ვისთანაც შეიძლება ვისაუბრო, ეს ალბათ ყველას ერთნაირად გვესმის.
ვისაც ასე არ ესმის – არ დამელაპარაკოს, დავბლოკავ – ბაბილონის გოდოლი ტელემედიაშიც გვეყოფა.
მოკლედ, სააკაშვილს რეალობაზე დამახინჯებული წარმოდგენა ჰქონდა და ამან განაპირობა რომ ახლა ასე ცუდადაა, ხვდება და გაუშვით, აღარ იზამსო – შვილი ამას ამბობს.
ახლა მინდა, რომ მითხრათ ერთი სატელევიზიო ეთერი, რომელიც ამ თემაზე დისკუსიას მიეძღვნა.
გაიხსენეთ დისკუსია, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა არგუმენტებით გვემსჯელა, აგვეწონ დაგვეწონა, დაგვეთვალა ამ იდეის ავკარგიანობა.
ასეთი რამე არ ყოფილა.
ყველა სატელევიზიო დისკუსია ამ საკითხზე იყო სრულიად მითოლოგიზებული – ოპო არხებზე უდავო ჭეშმარიტებად საღდებოდა რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს, ბიძინა გაიქცევა, ხალხი ქუჩაში გამოვა და … მერე როგორცაა.
არ მოგვცემია საშუალება ჩვენ – ვინც არსად მივცოცავდით და რეალობის სახეში მიხლის არ გვეშინოდა ამ თემაზე ნაციონალური მედიის ეთერიდან გვემსჯელა – აგვეწონ დაგვეწონა.
მოღალატეებად და გიჟებად ვიყავით შერაცხული და “დაქენსელებული”.
ახლა ედუარდის აზრებს ბევრი იწონებთ – უსაფრთხოა და იმიტომ.
მაგრამ გიჭირთ გაიგოთ, რატომ ვერჩი არასასურველი სპიკერების და დისკუსიების ჩახშობის გამო ოპოზიციურ ტელემედიას!
რასაც ედუარდი ამბობს, მაგას ვიძახით 2013 წლიდან შიგნით და პირისპირ მიშასთან.
2016 წლიდან საჯაროდ!
მაგრამ ამ სათქმელს ბლოკავდნენ – ფილტრავდნენ.
დღეს, ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა.
და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს. (იმედია პიროსივით)
ამიტომ ან უნდა გაიხსნან დისკუსიისთვის, ან ბოლომდე დისკრედიტირდნენ და მათით მოყენებული ზიანი ამ გზით შევამციროთ.”
თეგები: ბიძინა ივანიშვილითამარ ჩერგოლეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved