• რეკლამა
  • კონტაქტი
01:58, ოთხშაბათი, 10 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩამოსვლის დღიდან ამბობდა სააკაშვილი: – ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა… პოლიტიკურ წარღვნას ვპირდები ივანიშვილს” – ხაბეიშვილი

"მე ამ თემაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ და ვერ გავრევ."

ალია ავტორი - ალია
22:28 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც შაბათს, 3 დეკემბერს, აქცია დაანონსა, “ტვ პირველთან” პასუხობს თანაგუნდელების განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკური პროცესებიდან იყოს დისტანცირებული და ამბობს:

დღეს მოვისმინე, და პირდაპირ ვიტყვი, სააკაშვილი ემიჯნება რაღაცა აქციას… ან როდის გაემიჯნა, ან როდის შეუერთდა? ამ ადამიანმა გასაგებად თქვა, რომ არ ერევა პოლიტიკაში, მისი სიცოცხლეა გადასარჩენი. ხომ შეიძლება მივცეთ ამ ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება იქნება 100 პროცენტით გარანტირებული.

მე რაც ვნახე გუშინ იყო წარმოუდგენელი, რამდენიმე კილომეტრში ვერ მიყავთ დადამიანი, იმიტომ რომ ვიზუალურად არ ნახოს ხალხმა.

მიმძიმს ამაზე საუბარი, რომ სააკაშვილმა თქვა, რომ გაემიჯნა აქციას – ეს ადამიანი არ ერთვება და მესმის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მის თანამებრძოლებს, თანაპარტიელებს არ გვქონდეს აქტივობა და გავჩუმდეთ. მესმის, რომ არ უნდა იყოს ეს პოლიტიკური საკითხი, არ არის, ბატონო პოლიტიკური საკითხი, ქვეყნის ღირსების საკითხია.

პრეზიდენტი სააკაშცვილი რაღაცას გაემიჯა, რაღაცას შეუერთდა, არ არის ძვირფასებო, სწორი, ამ ადამიანმა თავიდან კარგად თქვა, ვერანაირი პოლიტიკაო, ვერ, სიცოცხლის საკითხია. ჩემი შესვლა იქ (კლინიკაში) იქნება დამატებითი სპეკულაციის საკითხი, სულ რომ არ ველაპარაკო პოლიტიკაზე.

ერთი რამე ვიცი კარგად, ჩამოსვლის დღიდან ამბობდა პრეზიდენტი სააკაშვილი – ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა. მე მახსოვს გორის ჰოსპიტალში რომ შეიყვანეს, ღამე მისი ჟესტი, მოგვიწოდებდა ბრძოლისკენ. ეს ძალიან კარგად და მკაფიოდ მახსოვს. არ ვიქნები სწორი და მართალი ადამიანი, ვიკადრო რაიმე სახის სპეკულაცია, მქონდა თუ არა მიწერ-მოწერა სააკაშვილთან, შეთვლა, მე ამ თემაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ და ვერ გავრევ.

პარალელურად უნდა მოვემზადოთ რუს ოლიგარქთან გენერალური ბრძოლისთვის. მე ვიყავი შიდა ქართლში, გორში, კახეთში, ქვემო ქართლში, გურიაში, სამეგრელოში იგივეს გავაკეთებ, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავაახეთში და ყველა ჩემი შეხვედრა ემსახუირება ერთ რამეს – ნაციონალუირი მოძრაობა დაუბრუნდეს იმ შინაარს, რაც აქვს ამ პარტიას და ეს არის მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა. პრობლემაა რეგიონებში. ჩემი ამოცანაა, პარტია გავაცოცხლოთ და ვიყოთ მზად. არანაირი უიმედობა, ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა. როცა დიდ ქალაქებში პარტიის ოფისები გვექნება ჩამოხურული, ასე არ გამოვა..

ეს აქცია იქნება სოლიდარეობის აქცია, მშვიდობიანი, მოწოდებით რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა კვდებოდეს ციხეში. დაველოდოთ სასამართლო პროცესი როგორ წარიმართება, აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის და პოლიტიკურ წარღვნას ვპირდები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც  ქართველი ხალხისგან მას ელოდება, ჩვენ რუსეთის გუბერნია არ გავხდებით.

 

ლევან ხაბეიშვილმა არ დააკონკრეტა, 3 დეკემბრის აქცია იქნება ერთდღიანი, თუ განგრძობითი აქციების დასაწყისი. მან არც იმ კითხვას უპასუხა, ჩამოიყვანს, თუ არა პარტია აქტივს რეგიონებიდან, თუმცა, თქვა, რომ 3 დეკემბერს გამოჩნდება, რამდენად მასშტაბური იქნება აქცია. 

 

 

„სააკაშვილის სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული“ – ეკა ხერხეულიძე

თეგები: ბიძინა ივანიშვილილევან ხაბეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

16:45 09-09-2025
ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან
ახალი ამბები

ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან

15:10 09-09-2025
რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?
ახალი ამბები

რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?

13:18 09-09-2025
9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე
ახალი ამბები

9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე

12:37 09-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved