• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციას ნებისმიერ შემთხვევაში გავიზიარებ” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:12 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც შაბათს, 3 დეკემბერს, აქცია დაანონსა, “ტვ პირველთან” ამბობს:

როცა ვლაპარაკობთ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით – უკაცრავად, მაგრამ მართლა უხერხულია უკვე ამაზე საუბარი და ამაზე მუდმივი აპელირება, პრეზიდენტ სააკაშვილმა იცის, თუ არ იცის, რამდენჯერ უნდა ვთქვა მეც, მათ შორის, რომ ეს ადამიანი იმყოფება ჯანმრთელობით მძიმე მდგომარეობაში და საჭიროა მისი გადაყვანა უცხოეთში სამკურნალოდ რომ გადარჩეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, თვენახევრის წინ ვიყავი მის სანახავად, მაშინაც არ მისაუბრია პოლიტიკაზე, – პირადი საუბრები გვქონდა, ვნახე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე შემიძლია ხვალვე შევიდე, მაგრამ ეს ხომ დამატებითი სპეკულაციები იქნება, რომ აი, რა განცხადებას გააკეთებს გამოვლის მერე, მიშას პოზიციაა… თქვენ ხომ იცით, რომ მე პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციას ნებისმიერ შემთხვევაში გავიზიარებ, თუ ვინმე არის ფაქტორი პოლიტიკურ ველზე ჩემთვის, არის სააკაშვილი.

დავანებოთ თავი პოლიტიკას, პარტიებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და ეს ადამიანი არ უნდა კვდებოდეს ციხეში, იმიტომ რომ ჯანდაცვის უფლებას ვერ იღებს და ამაზე ხაბეიშვილი კი არ ლაპარაკობს, საუბრობენ ექიმები, ექსპერტები.

ვიზუალურად აჩვენეთ ხალხს, რა მდგომარეობაშია სააკაშვილი – ვერ აჩვენებენ, იმიტომ რომ იციან, ამას მძიმედ შეაფასებს საზოგადოება, ეს აქცია, იქნება სოლიდარობის აქცია სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ეს არ იქნება აქცია, სადაც ვინმეს გადადგომას მოვითხოვოთ.

აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკისგან დაიცალოს სასამართლო პროცესი და მოსამართლეებს პოლიტიკური დავალება კი არ მისცენ, მისცენ საშუალება სამართლებრივად გადაწყვიტონ საკითხი. არ არის, ბატონო პოლიტიკური საკითხი, ქვეყნის ღირსების საკითხია. მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ 3 დეკემბერს, 3 საათზე აქციის გამართვას, არა იმ მიზნით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, პირიქით აპოლიტიკური იყოს გადაწყვეტილება და სამართლებრივი.

თეგები: ლევან ხაბეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved